კალიფორნიელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ელექტროქარების მფლობელთა 20% ცოტა ხანში ისევ შიდა წვის ძრავის მქონე მანქანას ყიდულობს.

სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ელექტრომობილის ყოველი მეხუთე მფლობელი იმედგაცრუებას გრძნობს და შიდა წვის ძრავს უბრუნდება. მიზეზი საკმაოდ მარტივია: ელ–ქარების პატრონები ცუდ ინფრასტრუქტურაზე და დასამუხტი სადგურების სიმცირეზე ჩივიან. ეს მაშინ როცა კალიფორნია დასამუხტი სადგურების რაოდენობით ნამდვილად ლიდერია და ეს პრობლემა არ უნდა ქონდეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კმაყოფილების დონის მიხედვით, ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებს შორის დიდი სხვაობა არ იყო. ჰიბრიდის მფლობელები შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილს შემთხვევათა 20%–ში ყიდულობდნენ, ხოლო ელექტრომობილების მეპატრონეები 18%–ში.

მსგავსი თემები