ტრაგიკულად დაღუპული არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას ძაღლი პატრონის დასაფლავებაზე მივიდა.
ფეხბურთელს 17 თებერვალს მშობლიურ ქალაქ პროგრესოში დაემშვიდობნენ. სალას დასთან რომინასთან ერთად დაკრძალვაზე მივიდა შავი ლაბრადორი ნალა. ემილიანოს დაღუპვის შემდეგ რომინამ ძაღლი თავისთან წაიყვანა.
„ნალას თავშესაფარში ჩაბარებას არც ვაპირებდით. მინდა ხალხმა იცოდეს ამის შესახებ“, – თქვა რომინამ.
თვითმფრინავში, რომელშიც სალა და პილოტი დევიდ იბოტსონი ისხდნენ ლა მანშის თავზე 22 იანვარს ჩამოვარდა.
4 თებერვალს მიაგნეს და ამოიცნეს ფეხბურთელის გვამი. იბოტსონი კი დაკარგულად მიიჩნევა.