LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების რაოდენობა ზედმეტად ბევრია

78
1068

უნგრეთი ელექტრომობილების დასამუხტი სადგურებით გაივსება. იმისათვის, რომ ელექტრომობილით გადაადგილება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კომფორტული იყოს, ყოველ 80-100 კმ-ში თითო დასამუხტი სადგური აშენდება.

ამასთან, ახალი სადგურები სწრაფი მუხტვის ტექნოლოგიებით იქნება უზრუნველყოფილი. ამჟამად კი უნგრეთში მდებარე სადგურების 70% იმდენად ნელია, რომ 30 წუთიანი დამუხტვის შემდეგ ავტომობილს მხოლოდ 15 კმ-ს გავლა თუ შეუძლია.

2020 წლისთვის 3 სუპერსწრაფ დასამუხტ სადგურს უნგრეთში „ფორდიც“ ააშენებს და ელექტრომობილს სრულად დასამუხტად იქ მხოლოდ 10-20 წუთი თუ დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ როგორც უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, დასამუხტი სადგურების რაოდენობა ევროკავშირის ტერიტორიაზე იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე საჭიროება მოითხოვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები