LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დევიდ ბექჰემის ვინტაჟური Aston Martin 550 000 დოლარად იყიდება

73
bechkhamredcar

ავტომობილების გაყიდვის საიტზე AutoTrade ვარსკვლავური Aston Martin V8 Volante გამოჩნდა. ეს სწორედ ის ავტომობილია, რომელსაც დევიდ ბექჰემი მთელი 15 წლის განმავლობაში ფლობდა და ძალიან აქტიურად იყენებდა კიდეც. წითელი რაშის ყიდვისას ბექჰემს კარიერის პიკი ქონდა და ლონდონის ქუჩებში მეუღლესთან, ვიქტორიასთან ერთად დასეირნობდა.

ავტომობილი საფირმო ნომრით „DB1001” იყო რეგისტრირებული და მას ფანები ძალიან ადვილად ცნობდნენ. როდესაც ბექჰემი სათამაშოდ ესპანეთში გადავიდა, საყვარელი Aston Martin–იც არ დავიწყებია და შემდგომი წლები უკვე ესპანეთის ქუჩებს იპყრობდა.

ფეხბურთელმა ავტომობილი, რომელიც 78 ეგზემპლარიდან ერთ–ერთია,  2018 წელს გაყიდა და სულ რაღაც 2 წელში მოდელი კვლავ ახალ მფლობელს ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები