LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გვაქვს კვერცხები, დიდი კვერცხები: სიმეონეს დაუჯერებელი რეაქცია გოლებზე (ვიდეო)

108
2527765-52454010-2560-1440

დიეგო სიმეონემ ერთი ჟესტით აჩვენა „ატლეტიკოს“ გოლების მთელი სიმხურვალე.

ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილში მადრიდის „ატლეტიკომ“ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ „იუვენტუსს“ 2:0 აჯობა და ახლა თავად იქცა წყვილში ფავორიტად.

მადრიდელების მწვრთნელი დიეგო სიმეონე თავისი ემოციით ცნობილია, მაგრამ ამ გოლებმა მთლად ჭკუიდან გადაიყვანა და ისეთი ჩაატარა, ალბათ ძალიან დიდხანს დარჩება ისტორიაში.

სიმეონეს რეაქცია უბრალოდ შეუფასებელია.

მატჩის შემდეგ სიმეონემ თქვა, რომ ეს მეტოქის უპატივცემლობა არ იყო:

„ასე ვაკეთებდი, როდესაც მოთამაშე ვიყავი და ახლაც გავაკეთე, რათა გულშემატკივრებისთვის მეჩვენებინა, რომ ჩვენ გვაქვს კვერცხები. ეს არ არის მეტოქისადმი მიმართვა და ამიტომაც მივბრუნდი ქომაგისკენ.
ვიცი, ეს მთლად წესიერი ჟესტი არ არის, მაგრამ იმმ მომენტში ვიგრძენი: საჭირო იყო. ბოდიშს ვიხდი თუ ვინმეს ვაწყენინე.
რატომ გავაკეთე ეს ჟესტი? ეს ნიშნავს, რომ ჩვემ გვაქვს კვერცხები, დიდი კვერცხები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები