LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელების პირველი მფრინავი ტაქსი თითქმის მზადაა

51
flytaxigerman

გერმანიაში მფრინავი ტაქსი შექმნეს. საინტერესო იდეა კომპანია Lilium–ს ეკუთვნის და აეროტაქსი 7 ადგილიანი იქნება. 7 ადგილის ქონა არა მფრინავ მიკროავტობუსზე, არამედ ბიზნეს–კლასზე მიუთითებს. ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად დიდი შანსია რომ მომავალში სიახლე რეგულარულ ტრანსპორტად იქცეს.

მწარმოებელმა პროექტზე მუშაობა 2018 წლიდან დაიწყო და 2 წელში პირველი საერთაშორისო სერტიფიკატის აღება შეძლო. აპარატის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი სიჩქარე საათში 280 კილომეტრი იქნება. ექსპერტები იმასაც ვარაუდობენ, რომ ტრანსპორტი ფრენას 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე შეძლებს.

მოდელის წარმოებაში ჩაშვება 2024 წლიდან იგეგმება, თუმცა ამისთვის დამატებითი ფინანსები – 3,3 მილიარდი დოლარია საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები