LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიპერქარმა SSC Tuatara სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა

51
tuatara2010

ამერიკულმა ფირმამ SSC North America დაადასტურა, რომ 10 ოქტომბერს პროფესიონალმა მრბოლელმა ოლივერ უებმა ჰიპერქარი Tuatara–თი სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა. ნევადას შტატის ერთ–ერთ მაგისტრალზე სერიულმა მოდელმა 508,73 კმ/სთ–ის განვითარება შეძლო, რაც წინა რეკორდსმენის Koenigsegg–ის მაჩვენებელზე 61,76 კმ/სთ–ით მეტია.

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, სიჩქარეს ორი მსვლელობის შემდეგ თვლიან, ანუ ავტომობილი საწინააღმდეგო მიმართულებებით გადაადგილდება და შემდეგ ორი მსვლელობის ჯამში საშუალო სიჩქარე გამოითვლება.

სამი წლის წინ ნევადას ტრასაზე Koenigsegg–ის მძღოლმა ნიკლას ლილიამ პირველი მცდელობით 437 კილომეტრი საათი, მეორე მცდელობით კი 457 კმ/სთ აკრიფა. საშუალო მაჩვენებელი 447 კმ/სთ იყო და ეს მაჩვენებელი სერიულ ავტომობილთა შორის ახალ რეკორდად დაფიქსირდა.

თუმცა, SSC კიდევ უფრო შორს წავიდა და ახალი რეკორდი დაამყარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები