LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hispano Suiza 1085 ძალის სუპერქარს შექმნის

74
car

კომპანია Hispano Suiza AG-მ უსწრაფესი სუპერქარის ლიმიტირებული სერიის გამოშვება დააანონსა. მოდელის ტირაჟი 300 ეგზემპლარისგან შედგება და პირველ 10 ავტომობილს ბრენდის განსაკუთრებულ კლიენტებს მიყიდიან.

პროტოტიპი ახალ ძარას, ტიტანისა და ალუმინის საბურავებს, ელექტრონულ კომპრესორებს და 5,2 ლიტრის მოცულობის V10 ძრავს მიიღებს. ძარის ელემენტებს კარბონისგან დაამზადებენ და ავტომობილის მასა 1780 კგ. იქნება.

აღსანიშნავია, რომ V10 ძრავს მოდელი Lamborghini Huracan-ისგან ისესხებს და ორ ტურბოძრავთან ერთად აგრეგატს 1085 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება. 0-დან პირველ 100 კმ-ს სუპერქარი 2,8 წამში განავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 380 კმ/სთ იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები