LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ს მომავლის ფარი გზაზე ვირტუალური „ზებრას“დახატვას შეძლებს

141
hyundai

Hyundai-ს ექსპერიმენტული ფარები გზაზე მინიშნებების დახატვას შეძლებს. სიახლე მიკრო-სარკის ტექნოლოგიაზეა აგებული და ინფორმაციას ფრონტალური კამერითა და GPS-ით იღებს. პრაქტიკაში ასეთ ფარებს წინ მიმავალი ავტომობილის კონტურის სრულის სიზუსტით გადმოცემა შეუძლია. სიახლეს ასევე შეუძლია დაეხმაროს ქვეითს, გადავიდეს გზაზე და ამისთვის ვირტუალური „ზებრა“ დაუხატოს.

წინა კამერების და GPS-ის დახმარებით Hyundai-ს ოპტიკა შეძლებს მძღოლები სარემონტო სამუშაოების თუ მწოლიარე პოლიციელის შესახებაც გააფრთხილოს.

ტექნოლოგია ღამით უსაფრთხოებას ზრდის და მძღოლს მოძრაობის სხვა მონაწილეებთან ურთიერთობის ახალ ფორმას სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები