LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს მთავრობა Hyundai-ს და Kia-ს უჩივის – მიზეზი  მანქანებია, რომელთა გატაცებაც ძალიან ადვილია

117
hyundai

აშშ-ს მთავრობამ Hyundai-ს Kia-ს სასამართლოში უჩივლა, რადგან მათი მანქანების მოპარვა ზედმეტად ადვილია. სამხრეთ კორეულ მწარმოებლებს გატაცებისგან დაცვის სისტემების სისუსტეში სდებენ ბრალს, რამაც ქურდობების მთელი სერია გამოიწვია და სამართალდამცავებსა თუ სადაზღვეოებს ცხოვრება გაურთულა. სარჩელს ბალტიმორის, კლივლენდის, მილუოკის, სან-დიეგოს, სიეტლის და უკვე ნიუ-იორკის მთავრობაც შეუერთდა.

მოსარჩელეთა თქმით, მწარმოებლებმა ავტომობილები იდეალურ სამიზნედ აქციეს, TIKTok-ზე გავრცელებულმა ვიდეომ კი სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. საქმე ისაა, რომ დაიწყო ე.წ. გამოწვევა, სადაც კორეული მანქანის გატაცება რამდენიმე ნაბიჯად იყო ახსნილი და საკმაოდ მარტივ პროცედურას წარმოადგენდა.

2022 წელს ნიუ-იორკში Hyundai-სა და Kia-ს გატაცებების რიცხვი გაორმაგდა, ხოლო 2023 წლის პირველ თვეებში ნამდვილი ბუმი დაფიქსირდა, იანვრიდან აპრილის თვემდე 997 მანქანა მოიპარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები