LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Jeep ახალ პიკაპ Gladiator-ს აღარ გაყიდის – ავტომობილს საშიში დეფექტი აქვს

128
jeep-gladiator-news

Jeep Gladiator ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოვიდა და მწარმოებელმა მალევე მისი უკან გაწვევა დაიწყო. ახლახანს კი გაირკვა, რომ სიახლის გაყიდვები საერთოდ შეწყდება. ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი წარმოების ხარვეზი გახდა. აწყობის დროს ერთ-ერთი ნაწილი არასწორად დამონტაჟდა. სწორედ ამიტომ, 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 29 ივნისამდე გამოშვებული პიკაპების ექსპლუატაცია შესაძლოა ძალიან საშიში იყოს.

შტატების საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური ადმინსიტრაციის ინფორმაციით, პიკაპს შესაძლოა უცნაური ხმა გაუჩნდეს და ამას ვიბრაციაც მოყვეს. შედეგად კი ავტომობილი ზიანდება და ავარიაც გარდაუვალი ხდება. სარემონტო სამუშაოები 18 ოქტომბრიდან დაიწყება და საჭირო დეტალს Jeep-ში უფასოდ შეცვლიან.

უკან გამოწვევა საბოლოო ჯამში 3427 ეგზემპლარს შეეხება, მათ შორის რამდენიმე მოდელი ჯერ კიდევ დილერთა საწყობებში ინახება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები