LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან (8-14 თებერვალი)

15

გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები, როგორი იქნება პლანეტების განწყობა ზოდიაქოს მიშნების მიმართ და ერთიანობაში რამდენად იღბლიანი იქნება ეს კვირა თქვენთვის.

 

ვერძი

ერთიანობაში საკმაოდ კარგი კვირაა, გაჩნდება გარკვეული პერსპექტივები საქმეებში. თუმცა, საკმაოდ მაღალია კონფლიქტების ალბათობაც კოლეგებთან და ბიზნესპარტნიორებთან. ამიტომ იყავით ფრთხილად, რათა არ შეაფერხოთ საქმეები. განსაკუთრებული თავდაჭერა გმართებთ, თუ თქვენ ხელმძღვანელი ხართ, რადგან თქვენმა წინდაუხედავმა მოქმედებბემა შეაძლოა ხელი შეუშალონ ორგანიზაციის წინსვლას და საკმაოდ წარმატებულ წამოწყებებს. ზოგიერთ თქვენგანს მოუწევს ახალი ცოდნის შეძენა ან ძველი საკითხების ახლებურად გადახედვა. ამ კვირაში კატეგორიულად გეკრძალებათ სიზარმაცე, პირიქით, მაქსიმალურად იაქტიურედ, იყავით ინიციატივიანი, ენერგიული და კომუნიკაბელური შეხვედრებზე და მოლაპარაკებებზე. გამოიჩინეთ წინდახედულობა და ხელიდან არ გაუშვათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი.

 

კურო

ამ კვირაში საგრძნობლად მცირდება თქვენი ენერგეტონუსი, ამიტომ შესაძლოა სწრაფად გადაიღალოთ ან ადვილად გაცივდეთ. ემოციონალური არასტაბილურობიდან გამომდინარე მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და აზარტულ თამაშებს. შესაძლოა პერიოდულად წარმოიშვას სიტუაციები, რომლებიც გარკვეულწილად ხელს შეუწყობენ თქვენი საქმეების განვითარებას. აქტიურად ითანამშრომლეთ პარტნიორებთან, რომლებიც ნამდვილად არ მოგცემენ სიზარმაცის საშუალებას. თუმცა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არ უნდა გადაიტვირთოთ და ზედმეტად არ გადაიღალოთ თავი. მიუხედავად დაბალი ენერგოტონუსისა და არასტაბილური ემოციონალური მდგომარეობისა, თქვენ მაინც შეძლებთ გარკვეული წარმატების მიღწევას საქმეებში. ყველაფერთან ერთად საკმაოდ კარგი კვირაა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და ოჯახის შესაქმნელად.

 

ტყუპები

საკმაოდ კარგი კვირა გელით, რომელიც დატვირთული იქნება მრავალფეროვანი და საინტერესო მოვლენებით. მაღალია თქვენი ენერგოტონუსი, მოიმატებს ენთუზიაზმი, ოპტიმიზმი და გონებამახვილობა. კარგი პერიოდია იდეების რეალიზაციისთვის, მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი, საკმაოდ პოზიტიურად წარიმართება შეხვედრები და მოლაპარაკებები. პარტნიორები კი, იმ საფუძველს შეგიქმნიან, რომელზეც თავისუფლად ააწყობთ საკუთარ კარიერას, შეძლებთ წინსვლას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში გაგიჩნდებათ სურვილი შეამციროთ ნებისმიერი სახის კონტაქტები და დაისვენოთ ყველასგან. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და კონფლიქტურ სიტუაციებს, რათა დიდი ალბათობაა წარმოიშვას უსიამოვნება სამსახურსა და ოჯახის წევრებთან. გამოიჩინეთ მაქსიმალური თავშეკავება და წინდახედულობა, გააკონტროლეთ საკუთარი ემოციები. შესაძლოა, სამსახურში მოულოდნელობებმა იჩინონ თავი, რაც გაიძულებთ გადახედოთ საკუთარ პოზიციებს ან ყურადღება გაამახვილოთ ახალ საქმეებზე. თუმცა, პირველ რიგში ყურადრება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან დაბალმა ენერგოტონუსმა შესაძლოა სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

 

ლომი

საკმაოდ კარგი პერიოდია, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სარფიან კაპიტალდაბანდებას. წარმატებას მიაღწევთ პარტნიორებთან ურთიერთობასა და ახლი იდეების რეალიზაციაში. თუმცა, ნურც იმ პარტნიორებს დაივიწყებთ, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს საერთო საქმის განვითარებაში, რადგან მათი დამსახურების არაჯეროვნად შეფასებამ შესაძლოა კონფლიქტები და კონფრონტაცია გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ ჩრდილს მიაყენებს სხვამხრივ ყველანაირად წარმატებულ კვირას.

 

ქალწული

მეტ-ნაკლებად სასიკეთო იქნება კვირის პირველი ნახევარი. შეძლებთ გავლენის სფეროების გაფართოებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პროექტების განვითარებას და წარმატების მიღწევას, რადგან ამ პერიოდში იღბალი ყველაფერში თქვენს მხარეს იქნება. თუმცა, კვირის მეორე ნახევარი საკმაოდ ბევრ სირთულეს მოგიტანთ, გიღალატებთ იღბალი, გააქტიურდებიან თქვენი მოშურნეები და ფარული მტები, თავს იჩენენ ჭორები და ინტრიგები, გარკვეულ საკითხებში მოგიწევთ საკუთარი პოზიციების დაცვა რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას. გარდა ამისა, შემცირდება თქვენი ენერგოტონუსი, ჯანმრთელობის არასტაბილურობის გამო კი, შესაძლოა ადვილად გაცივდეთ.

 

სასწორი

ამ კვირაში მეტი დრო დაუთმეთ სასიყვარულო პარტნორებთან ან შვილებთან ურთიერთობას, რადგან მათთან საერთო ენის გამონახვა ბევრ სასიკეთო ცვლილებებს შეიტანს თქვენს საქმიან ცხოვრებასა და კარიერაში. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ ურთიერთობაში გარკვეული სირთულეების წარმოშობაა მოსალოდნელი, ამიტომ განსაკუთრებული მონდომება გამოიჩინეთ მათ მოსაგვარებლად. ნეგატიური ტენდენციებია მოსალოდნელი თქვენი პარტნიორების ურთიერთობაშიც, შესაძლოა სწორედ თქვენ მოგიხდეთ კომპრომისების მოძებნა და დაძაბული სიტუაციის განმუხტვა. დიპლომატიის გამოჩენით და მათი უთანხმოების მოგვარებით კი, საგრძნობლად გაიზრდით თქვენს ავტორიტეტს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს თქვენს მომავალ კარიერულ წინსვლას.

 

მორიელი

ამ კვირაში შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც არ ესიამოვნება თქვენი წინსვლა და წარმატება. მისი შური კი, ჭორების და ინრტიგების მიზეზი გახდება, რაც მართალია შეამცირებს თქვენს ავტორიტეტს, მაგრამ განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენს კარიერულ განვითარებაზე. გარდა ამისა, რთული სიტუაცია შეგექმნებათ საკუთარი სულსწრაფობის და სარისკო მოქმედებებისკენ მიდრეკილების გამო, თუმცა, გარკვეული პოზიტიური პერსპექტივები მაინც გექნებათ, რომელთა რეალიზაციას მხოლოდ მებრძოლი სულის გამოვლენით შეძლებთ.

 

მშვილდოსანი

ამ კვიარში განსაკუთრებული წინდახედულობის და  თავდაჭერის, ინტუიციის და სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან სულსწრაფობა ხელს შეგიშლით წინსვლაში და გარკვეულ პრობლემებსაც შეგიქმნით. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას იმოქმედეთ პრინციპით – ”შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”, სხვა შემთხვევაში ყველა თქვენი მოქმედება ენერგიის და ფინანსების უჭი ხარჯვა იქნება. კონფლიქტები და გაუგებრობა მოიმატებს პირად ურთიერთობებში, გარკვეული გაუცხოება და დაპირისპირება წარმოიშობა ახლობლებთან ურთიერთობაშიც. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლამატიურობა, რათა უფრო არ დაძაბოთ სიტუაცია.

 

თხის რქა

ამ კვირაში დიდი ალბათობაა დაგეძაბოთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან ან წარმოიშვას გაუთვალისწინებელი სიტუაციები მათთან ურთიერთობისას. შესაძლოა თავი იჩინონ ოჯახურმა პრობლემებმა, რომელთა მოგვარება დამატებით ფინანსურ ხარჯებს გამოიწვევს, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება თქვენს ნერვულ სისტემაზე. იმოქმედეთ ფრთხილად და გამოიჩინეთ წინდახედულობა, არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღებისას და დაუფიქრდით თქვენს  ყველა სიტყვას, რათა არ შეიქმნათ დამატებითი პრობლემები.

 

მერწყული

ამ კვირაში შესაძლოა თავი იჩინონ ძველმა პრობლემებმა ნაცნობებთან და ახლობლებთან, თუმცა ეს პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერი იქნება თქვენი სამეცნიერო იდეების პროპაგანდისთვის და ხელს შეუწყობს მათ შემდგომ განვითარებას. ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს განთავისუფლდეს ძველი და არაფრისმომცემი საქმიანი და პირადი ურთიერთობებისგან, რაც საერთო ჯამში პოზიტიურად აისახება თქვენს მომავალ წინსვლასა და წარმატებაზე.

 

თევზები

ამ კვირაში მოიმატებს კონფლიქტების და გაუგებრობების ტენდენცია როგორც ოჯახის წევრებთან ისე კოლეგებთან, ამიტომ იყავით მაქსიმალურად ყურადღებით. თქვენს წინააღმდეგ გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, იმატებს ინტრიგები და ჭორები. დაბალი იქნება თქვენი ენერგოტონუსიც, ამიტომ ნუ გადაიღლებით და ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტად. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და თავი შეიკავეთ ახალი საქმეების წამოწყებისგან. ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს და შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით.

 

გეომაგნიტური დღეები – 8, 10, 12 თებერვალი.   

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები