“მანჩესტერის“ ფეხბურთელები პრემიერლიგის მე-8 ტურში „ლესტერთან“ სათამაშოდ (2:4) თვითმფრინავით წავიდნენ.

მანძილი მანჩესტერსა და ლესტერს შორის დაახლოებით 170 კილომეტრია. დრო, რომელიც გუნდმა გზაში გაატარა, 10, ჰა-ჰა 15 წუთი შეადგინა.

„მანჩესტერი“ ამის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან თვითმფრინავები დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებებს აფრქვევენ. კლუბში ახსნეს, რომ თვითმფრინავი იმ მიზეზით აირჩიეს, რაც „მანჩესტერზე“ არ არის დამოკიდებული. ელოდნენ, რომ М6 ტრასაზე საცობი წარმოიქმნებოდა.

აღინიშნა ისიც, რომ სხვა სიტუაციაში „იუნაიტედი“ თამაშზე ან მატარებლით ან ავტობუსით წავიდოდა.

კატეგორიები: სპორტი

მსგავსი თემები