LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯულია რობერტსი მანჩესტერის მატჩზე მივიდა: მსახიობს სახელობითი მაისური აჩუქეს – ფოტო

136
F1vWuDOWcAATCgT

მსახიობი ჯულია რობერტსი „მანჩესტერისა“ და “არსენალის“ შეხვედრაზე მივიდა. ინგლისური გუნდები აშშ-ს ტურნეში არიან.

მატჩი ნიუ-იორკში გაიმართა და „იუნაიტედმა“ 2:0 მოიგო.

მატჩის შემდეგ ჯულია „მანჩესტერის“ ფეხბურთელებს და მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს შეხვდა. მსახიობს კლუბის სახელობითი მაისური აჩუქეს.

„ძალიან სასიხარულოა ჯულიას კიდევ ერთხელ ნახვა“, – დაწერა „მანჩესტერის“ ოფიციალურმა ტვიტერმა.

ცნობილია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავი „მანნესტერის“ დიდი ქომაგია და ევროპაშიც ჩასულა საყვარელ გუნდთან.

ლიგა რომც მოვიგო, მაინც არ მეყოფა – გვარდიოლა ჯულია რობერტსს მისტირის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები