LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასკმა Ford-ს ახალი ელექტრომობილი მთელი გულით მიულოცა

95
mstng

Ford-მა თავისი ახალი ქმნილება Mustang Mach-E კვირას წარადგინა და „ტესლას“ დამაარსებელმაც არ დააყოვნა და კონკურენტს პირადად მიულოცა.

„გილოცავთ Mach E-ს ! ელექტრონული ავტომობილები ეს არის მომავალი!! მიხარია, რომ „ფორდმა“ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და იმედი მაქვს რომ სიახლე სხვა ავტომწარმოებლებსაც წაახალისებს“- დაწერა მასკმა თავის ტვიტერზე.

ახალი მუსტანგით „ფორდმა“ Tesla-თვის დარტმის მიყენება სცადა, რადგან Mach-E ახალი Model Y-ის პირდაპირი კონკურენტი უნდა გახდეს.

აღსანიშნავია, რომ Ford-მა არ დააყოვნა და მასკის ტვიტს უპასუხა:

“მადლობა ელონ, დასამუხტ სადგურზე შევხვდებით !“

და ბოლოს, Ford-ის ელექტროქარის ფასი 45 ათასი დოლარიდან დაიწყება, როცა Tesla-ს Model Y-ის ღირებულება აუცილებლად 40 ათას დოლარზე ნაკლები იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები