LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი Aurus–ის ლიმუზინზე გადაჯდა

aurus

რუსეთის პრემიერ–მინისტრის კოლონა მოსკოვის ქუჩებში გადაიღეს და როგორც კადრებში ჩანს, მედვედევი „კორტეჟის“ ლიმუზინზე გადაჯდა. ავტომობილის გამოცდის პირველი კადრები სამთავრობო YouTube არხზეც გამოქვეყნდა.

ლიმუზინი Aurus Senat პირველად საზოგადოებას პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს წარუდგინეს. ავტომობილით ვლადიმერ პუტინმა 200 მეტრამდე გაიარა და კმაყოფილიც დარჩა.

მოგვიანებით Aurus–მა ჩვეულბრივი სედანის პრეზენტაციაც მოაწყო. ავტომოყვარულებს მისი ნახვის საშუალება მოსკოვის ავტოსალონზე ქონდათ. გარდა ამისა, მწარმოებელმა მინივენისა და ყველგანმავალის კონცეფციაც გაამხილა. რამდენიმე თვეში „კორტეჟი“ მოტოციკლეტისა და „სახალხო ყველგანმავალის“ პრეზენტაციასაც გეგმავს.

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ „აურუსის“ ყველა მოდელი ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი და 4,4 ლიტრის მოცულობის ძრავს 598 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები