LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz–ის ელექტრონული კროსოვერი EQB – პირველი თიზერი

43
benznews3455

ელექტრონული კროსოვერის Mercedes-Benz EQB დებიუტი შანხაის ავტოსალონზე EQ Night–ის საღამოზე შედგება. კომპაქტურ მოდელს დასაწყისისთვის ჩინელი ავტომოყვარულები მიიღებენ, წლის ბოლომდე ის ევროპის მასშტაბითაც გამოჩნდება, ჩრდილოამერიკულ კონტინენტზე კი კროსოვერის შეტანა მხოლოდ 2022 წლისთვის იგეგმება.

ძალიან კომპაქტური EQB MFA2–ის არქიტექტურაზეა აგებული და მისმა შემქმნელებმა მთავარი აქცენტი პრაქტიკულობაზე გააკეთეს. ამას მოწმობს თიზერიც, სადაც საუბარი 7–ადგილიან სალონზე და 1700 ლიტრის ტევადობის საბარგულზეა. შედარებისთვის ბენზინის GLB–ის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 105 ლიტრით მეტი აქვს.

ჰეტჩბეკი 190 ძალის ძრავით და 66,5 კილოვატ–საათის სიმძლავრის ელემენტითაა აღჭურვილი. მას ერთი დამუხტვით 426 კილომეტრის გავლა შეუძლია, თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით და როგორც ამბობენ, სიახლის რეალური შესაძლებლობები ბევრად მეტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები