“ბარსელონამ” ისევ ვერ მოიგო და ლიდერებთან ჩამორჩენა იზრდება. მადრიდული გუნდები კი იგებენ და “სოსიედადის” ფეხის დაცდენებსაც თუ გავითვალისწინებთ, ჩემპიონატი ალბათ დედაქალაქურ დოღად იქცევა.
“ატლეტიკოს” “რეალი” ყოველთვის მოერევა: ათიანმა მესიმ 600 გაიტანა
ლეო მესიმ “ბარსელონას” მაისურით ოფიციალურ მატჩებში 643 გოლი გაიტანა. 33 წლის არგენტინელი პელეს გაუთანაბრდა ერთ კლუბში გატანილი გოლებით. პელეს ამდენივე აქვს გატანილი “სანტოსის” რიგებში.
მესიმ 714 გოლიდან 25-ე გოლი გაიტანა თავით კარიერის განმავლობაში (პირველი თავური გოლი 2017 წლის მარტის შემდეგ).
მესიმ რონალდოს რეკორდი გაიმეორა ლა ლიგაში პენალტების მხრივ – 72 დარტყმა.
მესი ლა ლიგაში გაფუჭებული პენალტებით მეორე ადგილზე გადავიდა – 13 დარტყმა.
ლა ლიგაში კუთხურიდან “ბარსაზე” მეტი არავის გაუშვი ამ სეზონში – 4 გოლი.
“ვალენსიას” ფორვარდმა გომესმა 6 გოლი გაუტანა “ბარსელონას”. ყველაზე მეტი ლა ლიგაში 2017/18 წლების სეზონიდან.
“ვალენსიამ” 49 ქულა წაართვა “ბარსას” და “რეალს” ლა ლიგაში ბოლო 10 წელიწადში. ეს ყველაზე მეტია.
ბენზემას 12 (7+5) ქულა აქვს ლა ლიგის 12 მატჩში. საუკეთესო შედეგია ამ სეზონში.
“ატლეტიკო” ახალ კონტრაქტს ამზადებს დიეგო სიმეონესთვის. მას საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნევენ კლუბისთვის.
ლუის სუარესს 154 გოლი დაუგროვდა ლა ლიგის 200 მატჩში.
“ვილიარეალს” 11 მატჩია არ წაუგია ლა ლიგაში პირველად 2016 წლის შემდეგ.
“სელტამ” ედუარდო კოუდეტის ხელმძღვანელობით ხუთ ტურში 13 გოლი გაიატანა. 69 წლის განმავლობაში ასეთი დებიუტი არავის ჰქონია.
ჩემპიონატის 7 შეხვედრაში იაგო ასპასმა 9 გოლში (4+5) მიიღო მონაწილეობა.
“გრანადას” რობერტო სოლდადომ ლა ლიგაში 2013 წლის შემდეგ პირველად შეასრულა დუბლი.
პირველი ისევ ლივერპულია: ინგლისში ლონდონელების ადგილი აღარ არის
რონალდო ისევ სიმაღლეებს იპყრობს: ძალიან ახალგაზრდა “მილანი” და ახალი იტალიური რეკორდი
მაინც “ბაიერნი” და მხოლოდ ლევანდოვსკი: ბუნდესლიგას ყველაზე ნორჩი მეგოლე ჰყავს