კრიშტიანო რონალდო ისევ შეუდარებელია. პორტუგალიელი კიდევ ერთხელ ახტა ძალიან მაღლა და ისე გაიტანა თავური “პარმასთან”. რონალდომ დუბლი შეასრულა და სარეკორდო რაოდენობის გოლებით ისტორიის წერას განაგრძობს.
მესი პელეა: ლეო ფეხბურთის მეფეს დაეწია და მალე აჯობებს
პირველი ისევ ლივერპულია: ინგლისში ლონდონელების ადგილი აღარ არის
მაინც “ბაიერნი” და მხოლოდ ლევანდოვსკი: ბუნდესლიგას ყველაზე ნორჩი მეგოლე ჰყავს
კრიშტიანო რონალდომ სერია ა-ში 33 გოლი გაიტანა ერთ წლის განმავლობაში. ასეთი რამ არ ყოფილა 1961 წლის შემდეგ. აქამდე ამის გაკეთება მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მოახერხა.
რონალდომ გაიტანა 41 გოლი 38 მატჩში “იუვენტუსის” შემადგენლობაში 2020 წელს.
რონალდომ ამ 33 გოლით ლევანდოვსკის გაასწრო 2020 წელს ჩემპიონატში გატანილი გოლებით. კრიშტიანოს ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგი აქვს.
ალვარო მორატამ პირველად მოაგროვა 3 (1+2) ქულა სერია ა-ს მატჩში. მან “იუვენტუსში” 73 თამაში ჩაატარა.
“იუვენტუსი” ცდილობს მილიკის სანაცვლოდ ფასი დააგდებინოს. “ნაპოლის” 18 მილიონი ევროს მიღება სურს.
“მილანის” პორტუგალიელმა შემტევმა ლეაომ “სასუოლოსთან” მატჩში გოლი მე-7 წამზე გაიტანა და სერია ა-ს რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც “პიაჩენსაც” პაოლო პოჯის ეკუთვნოდა. მას 2001 წლის დეკემბერში მე-8 წამზე ჰქონდა გატანილი.
“მილანის” საშუალო ასაკი “სასუოლოსთან” მატჩში – 22 წელი და 313 დღე იყო. “როსონერის” ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა ჰყავს სერია ა-ში.
ჩირო იმობილემ 12 ბოლო მატჩში 12 გოლი გაიტანა. ოქტომბრიდან მოყოლებული ამაზე მეტი მხოლოდ ლევანდოვსკის, ჰალანდს, რონალდოს და სალაჰს აქვთ გატანილი.
მილანი დაუმარცხებელია, რონალდო შეუჩერებელი, რომა გოლებს დაეჩვია
ლეაო უსწრაფესს გოლს აღნიშნავს