პრემიერლიგა შობაზე გადის და ამას ისე აკეთებს, რომ სალიგო ოთხეულში არცერთი დედაქალაქური გუნდი არ არის. ამის შანსი ბოლოს “ტოტენჰემმა” გაუშვა, რომელმაც შინ “ლესტერთან” წააგო და ოთხეულში ადგილი “მელიებს” გადაულოცა. პირველი კი ისევ “ლივერპულია”.
უღიმღამო დერბი და ლიდერების დაკარგული ქულები: პრემიერლიგა ციფრებში
პრემიერლიგის ტოპ 4-ში შობაზე ლონდონის არცერთი გუნდი არ იქნება. ასეთი რამ პირველად მოხდა 1994 წლის შემდეგ.
“ლივერპული” საშობაოდ პირველ ადგილზეა ზედიზედ მესამე წელია. ბოლოს ასეთი სერია 1978-80 წლებში იყო. მაშინაც “ლივერპული” იყო პირველი.
“ლივერპულმა” პრემიერლიგაში პირველად გაიტანა საგარეო მატჩში 7 გოლი.
“ლივერპული” ერთადერთი კლუბია, რომელმაც ამ სეზონში პრემიერლიგის ყველა მატჩში გაიტანა. სერია 14 მატჩია გრძელდება.
ეს იყო იურგენ კლოპის 127-ე გამარჯვება “წითლების” მთავარი მწვრთნელის პოსტზე. გერმანელმა ამ მაჩვენებლით უკან ჩამოიტოვა რაფა ბენიტესი.
რობერტსონმა პრემიერლიგაში 2018 წლის აგვისტოდან 28 ასისტი გააკეთა. ამაზე მეტი საგოლე მარტო კევინ დე ბრიუინს აქვს – 29.
მინამინომ პირველი გოლი გაიტანა პრემიერლიგაში. ის მე-7 იაპონელია, რომელმაც პრემიერლიგაში გაიტანა.
დე ბრიუინმა 2020 წელს პრემიერლიგაში 15 საგოლე პასი მისცა. ეს ლიგის საუკეთესო შედეგია.
“არსენალს” ყველაზე ცუდი შედეგი აქვს დაგროვილი ქულების მიხედვით 14 ტურში ბოლო 46 წლის გაბნავლობაში.
“არსენალმა” 2020/21 წლების სეზონში 3 ავტოგოლი შეაგდო. უფრო მეტი მხოლოდ ორ სეზონში იყო.
“ევერტონი” ტოპ 4-ში იქნება შობისთვის პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში.
გრილიშს (“ასტონ ვილა”) 6 ასისტი დაუგროვდა 12 შეხვედრაში. საუკეთესო შედეგია კარიერაში.
მესი პელეა: ლეო ფეხბურთის მეფეს დაეწია და მალე აჯობებს
რონალდო ისევ სიმაღლეებს იპყრობს: ძალიან ახალგაზრდა “მილანი” და ახალი იტალიური რეკორდი
მაინც “ბაიერნი” და მხოლოდ ლევანდოვსკი: ბუნდესლიგას ყველაზე ნორჩი მეგოლე ჰყავს