LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

cagareli

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში 17:51-დან 18:48 საათამდე, როცა მთვარის ნეგატიური ენერგია მოადუნებს ყურადღებას და გაზრდის ტრავმების, ავარიების ალბათობას.

ამასთანავე, დღე გეომაგნიტურია, რაც პირველი რიგში სავსემთვარეობითაა განპირობებული. დაძაბულობა პიკს 19:53 საათს მიაღწევს და სწორედ ამ მომენტიდან დაიწყება მთვარის მესამე ფაზა. ზოგადად, სავსემთვარეობა მზისა და მთვარის დაპირისპირებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, ადამიანებში აგრესიის და დეპრესიის გამოვლენის, ცდუნებების და შეცდომების დაშვების, ჯანმრთელობის და გუნება-განწყობის გაუარესების, ასევე პრობლემების და უსიამოვნებების, კონფლიქტების და უთანხმოების მიზეზი ხდება.

დღის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს მზის ერთი თვით თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, როცა წინა პლანზე სწორედ ამ ნიშნის მახასიათებელი თავისებურებები – ერთის მხრივ, ინტუიცია და ემოციურობა, შექმოქმედებითი და საქველმოქმედო  საქმიანობისადმი ლტოლვა, მეორეს მხრივ კი, მოჭარბებული ილუზიები და ფანტაზიები, წარსულზე ფიქრი და აზრების აკვიატება, გულუბრყვილობა და  ზედმეტი ნდობა წამოიწევს წინა პლანზე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და სულიერი განვითარებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებას, საცხოვრებლის და სამსახურის შეცვლას, ზედმეტი პრეტენზიების გამოთქმასა და ეგოიზმის გამოვლენას.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და კუჭქვეშა ჯირკვალს, ნაწლავთა და ნერვულ სისტემას.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებები ელით კუროს და კირჩხიბს, მორიელს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები