LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1380
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე სტაბილური და ერთგული კუროს, მთვარე კი, ენერგიული და ოპტიმისტი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებიც ხასიათის სწორედ ამ თავისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ქორწინებისა და რომანტიკული  თავგადასავლებისთვის, შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმიანობისთვის, მოგზაურობისა და უცხოელი პარტნიორების შესაძენად, კულტურული და საიუბილეო ღონისძიებების მოსაწყობად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან რძის პროდუქტი და საკონდიტრო ნაწარმი, მიირთვით მეტი ბოსტნეული და უცხიმო ხორცი. არ ღირს ოპერაციის ჩატარება დასუსტებულ ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტსა და მენჯ-ბარძაყის ძვალზე.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ოქროსფერი და ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე წითელი იასპი, ფირუზი, სერდოლიკი და აქვამარინი  გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი მომავალი შემოსავლების მანიშნებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის, შედარებით დაძაბული იქნება დღე ქალწულისა და მორიელისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ტყუპებს, კირჩხიბს, მორიელს და მშვილდოსანს, რომელთაც ძალიან გაუჭირდებათ მოზღვავებული გრძნობებისა და ემოციების მართვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები