LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (21–27 ივნისის) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

859
მიხეილ ცაგარელი

 მიხეილ ცაგარელის კვირის (21–27 ივნისის) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ნაკლებად სტაბილური, საკმაოდ რთული კვირაა, რადგან დედამიწის ნეგატიურ ველში გადასვლა ზოდიაქოს ყველა ნიშანს შეუქმნის პრობლემებს.

 ვერძი – საკმაოდ მძიმე კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მაგრამ საკუთართან ერთად სხვისი პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. არაა გამორიცხული სხვათა ინტრიგებსა და კონფლიქტებში აღმოჩნდეთ ჩაბმული, მოულოდნელმა ცვლილებებმა კი, წინასწარ განსაზღვრული გეგმების შეცვლა გაიძულოთ.

 კურო  – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მოერიდეთ კამათს და კონფლიქტებში ჩაბმას, არ ღირს ავანტიურულ და საეჭვო გარიგებებში ჩაბმა. არაა გამორიცხული მოგიწიოთ ფინანსური პრობლემების გადაჭრა ან დაუგეგმავი ხარჯის გაწევა. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, რათა თავი დააღწიოთ უსიამოვნებებს მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობაში.

 ტყუპები  – მეტად ქაოსური კვირაა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, ჩვეული კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის გამოვლენას, მაგრამ უამრავ პრობლემას შეგიქმნით საკუთარი არაორგანიზებულობა და ავტორიტეტების მიუღებლობა. გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები, მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, კაპიტალდაბანდებას და მსხვილი საყიდლების გაკეთებას, რადგან მონდომების მიუხედავად მაინც ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.

 კირჩხიბი  – საკმაოდ რთული კვირაა. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ გარშემომყოფთა მიმართ, რადგან სწორედ ახლა გააქტიურდებიან კონკურენტები, ფარული მტრები და ჭორებით, ინტრიგებით ეცდებიან თქვენს შეფერხებას. თავშეკავება გმართებთ გრძნობების, ემოციების გამოხატვისას და კოლეგებთან ურთიერთობისას, რათა უკმეხად ნათქვამმა არ გამოიწვიოს კონფლიქტი. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, არ ღირს გარისკვა და დაუფიქრებლად მოქმედება.

 ლომი  – ნაკლებად სტაბილური კვირაა, რადგან მოულოდნელი ცვლილებები წინასწარ განსაზღვრული გეგმების რადიკალურად შეცვლას გაიძულებთ. მოგიწევთ გარშემომყოფებთან ურთიერთობის გადახედვა და ზოგიერთ ძველ ნაცნობთან დამშვიდობება. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ საქმიან შეხვედრებზე, რათა არ დაუშვათ შეცდომა დოკუმენტების გაფორმებისას. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი გამონათქვამები, რათა საკუთარი უკმეხობით კონფლიქტი არ გამოიწვიოთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან.

ქალწული – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე საკუთარი აზრების და სურვილების გამოთქმისას, რათა კონფლიქტი და უსიამოვნება არ გამოიწვიოთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას. გეგმების რადიკალურად შეცვლას გაიძულებთ მოულოდნელი ცვლილებები სახლსა და სამსახურში. მოერიდეთ გარშემომყოფებთან ინტენსიურ ურთიერთობას, რადგან კონკურენტები და ფარული მტრები დიდი ხანია ელიან თქვენს შეცდომებს, რომელთაც ისევ  თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ. არ ღირს ახალი საქმის დაწყება, უმჯობესია შემდეგი კვირისთვის გადადოთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება.

 სასწორი  – დინამიური, თუმცა მეტად არასტაბილური კვირაა. პრობლემებს მეტწილად თქვენივე ამბიციები, ყველაფრის ერთად მიღების სურვილი ან ძალაუფლების გადამეტება გამოიწვევს, რადგან სწორედ მოჭარბებული კაპრიზები და პრეტენზიები შეგიქმნით უსიამოვნებებს გარშემომყოფებთან ურთიერთობისას. მოერიდეთ კამათს და საკუთარი აზრის სხვისთვის თავსმოხვევას, კრიტიკას და უკმეხად საუბარს. უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება კვირის ბოლოსთვის გადადოთ, როცა შეძლებთ დამშვიდებას და არსებული სიტუაციის ბევრად ობიექტურად შეფასებას.

 მორიელი  – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ მაინც არ ღირს ახალი პროექტების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან მონდომების, დროისა და ენერგიის დახარჯვის მიუხედავად მაინც ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. უმჯობესია ფინანსური პრობლემების და პირადი ურთიერთობების მოგვარება შემდეგი, ბევრად წარმატებული კვირისთვის გადადოთ.

 მშვილდოსანი  – წინა კვირისგან განსხვავებით ბევრად უკეთესი კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და გარკვეული პრობლემების მოგვარებას, მაგრამ მაინც არ ღირს გარისკვა, საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის აღება. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, არ აჰყვეთ გარშემომყოფთა კრიტიკას, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს პროვოცირებას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნერვულ სისტემას, თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

 თხის რქა  – საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ყოველდღიური ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ ნებისმიერი უმნიშვნელო საქმე ორმაგი ენერგიის და დროის დახარჯვას გაიძულებთ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას და მსხვილი საყიდლების გაკეთებას, რადგან შენაძენი  უვარგისი აღმოჩნდება და ნაკლებად გამოგადგებათ. იმოქმედეთ პრინციპით, ,,შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი” და ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება კვირის ბოლოსთვის ან შემდეგი კვირისთვის გადადოთ.

მერწყული  – ნაკლებად სტაბილური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და შეგაწუხეთ ჯანმრთელობა, არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ქრონიკულმა დაავადებებმა. შეგიძლიათ იმოქმედოთ და გამოიჩინოთ ინიციატივა, თუმცა არ ღირს ფიზიკურად და ემოციურად გადაღლა, რათა არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. არ ღირს ახალი საქმის დაწყება, უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება შემდეგი, ბევრად იღბლიანი კვირისთვის გადადოთ.

 თევზები  – მეტ–ნაკლებად პოზიტიური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ყოველდღიური საქმეების წარმატებით შესრულებას, მაგრამ არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და ახალი პროექტების დაწყება. ენდეთ ინტუიციას და ეცადეთ შეინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობა კოლეგებთან, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სტაბილურობის შენარჩუნებას და კოლექტიური პროექტების შესრულებაზე დროისა და ენერგიის დაზოგვას. კარგი პერიოდია რომანტიკული ურთიერთობებისთვის, ძველ პარტნიორთან კონფლიქტის მოსაგვარებლად და ურთიერთობის აღსადგენად.

გეომაგნიტური დღეები – 21, 22, 24 და 26 ივნისი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები