LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (10-16 დეკემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

mikheil-cagareli

მიხეილ ცაგარელის კვირის (10-16 დეკემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და კომუნიკაბელურობის, უშიშარი და მებრძოლი სულის გამოვლენას, იდეების და პროექტების რეალიზაციას, მაგრამ ურანისა და ვენერას დაპირისპირება უარყოფითად აისახება თქვენს ურთიერთობაზე პარტნიორებთან, მარსისა და ნეპტუნის თევზების ზოდიაქოს ნიშანში შეერთება კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, გაგიტაცებთ ილუზიები,  დაკარგავთ ობიექტურობის შეგრძნებას, გაუმართლებელი ნდობა საეჭვო ადამიანების მიმართ კი ფინანსური პრობლემების მიზეზი გახდება, რადგან სწორედ მათ გამო მოგიწევთ მოულოდნელი ხარჯის გაწევა, რომელიც შემოსავალზე ბევრად მეტი იქნება. მოერიდეთ სარისკო და ავანტურულ მოქმედებებს, თავი შეიკავეთ საზღვარგარეთ მოგზაურობისა და მივლინებისგან, გამოიჩინეთ ყურადღება გარშემომყოფთა მიმართ, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას ან თაღლითური გზით ფულის გამოძალვას.

კურო – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც, მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობაც. არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება. კოსმოსი ერთგვარ გამოცდას მოუწყობს თქვენს ურთიერთობას მეგობრებთან და კოლეგებთან, არაა გამორიცხული სწორედ თქვენი უხეშობა და უტაქტო გამონათქვამები გახდეს კონფლიქტის მიზეზი, რაც ნეგატიურად აისახება ემოციურ მდგომარეობაზე და დიდი ხნით გაგიფუჭებთ გუნებას. ნუ ეცდებით მოვლენების ფორსირებას, არ ღირს ახალი საქმის ან სამსახურის დაწყება და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, რადგან ნებისმიერი მოქმედება მცდარი აღმოჩნდება და მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. ეცადეთ დამშვიდდეთ და ნაკლებად ემოციურად მიიღოთ თქვენს გარშემო მიმდინარე ნეგატიური მოვლენები.

ტყუპები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას. მართალია, კარგი პერიოდია ინფორმაციის მისაღებად და ახალი კონტაქტების დასამყარებლად, მაგრამ კონკურენტების და ფარული მტრების გააქტიურება, რომლებიც თქვენს ტერიტორიაზე შეეცდებიან შემოჭრას, ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობაზე, მოგიწევთ საკუთარი უფლებების და პრინციპების დაცვა, ზედმეტი ეჭვიანობა კი, პრობლემებს შეგიქმნით მეგობრებთან, პარტნიორებთან ურთიერთობაში და ვერ მიიღებთ იმ დახმარებას, რასაც ელოდით. ეცადეთ სძლიოთ უნდობლობას და ნუ იფიქრებთ, რომ ყველა თქვენს წინააღმდეგაა, ობიექტურად განსაზღვრეთ მომხრეები და მოწინააღმდეგეები, რათა არ დაუშვათ შეცდომა და უმიზეზოდ არ დაწყვიტოთ ახლობლებს გული.

კირჩხიბი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობა, გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა, ვერ მიიღებთ ახლობლების, მეგობრების დახმარებას და იძულებული გახდებით დამოუკიდებლად იზრუნოთ პრობლემების მოგვარებაზე. ეცადეთ ნაკლებად ემოციურად მიიღოთ სირთულეები და გულთან ახლოს არ მიიტანოთ პრობლემები, თავი შეიკავეთ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან და იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ბალანსის შენარჩუნებას.

ლომი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის, გონებამახვილობის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, ინდივიდუალური პროექტების და ძველი იდეების განხორციელებას, მაგრამ ურანისა და ვენერას დაპირისპირება მაინც ნეგატიურ გავლენას მოახდენს თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. მოიმატებს სულსწრაფობა და იმპულსურობა, გაგიჭირდებათ საღად, ლოგიკურად აზროვნება და ორგანიზებულად მოქმედება. ნუ აჰყვებით ფანტაზიებს,  ილუზიებს და დროებით გვერდზე გადადეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ნუ გასცემთ დაპირებებს და თავი შეიკავეთ ხელშეკრულებების გაფორმებისგან, ახალი გეგმების დასახვისა და განხორციელებისგან, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება.

ქალწული – მზის, ნეპტუნის და მარსის დაძაბული ურთიერთობა ნეგატიურად აისახება თქვენს ურთიერთობაზე ახლობლებთან, თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობების შეძენისა და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან. ნაკლებად სასიკეთო პერიოდია ქორწინებისთვის, მივლინებისა და მოგზაურობისთვის. მართალია, მოულოდნელი პრობლემები შეგექმნებათ კვირის პირველ ნახევარში, მაგრამ კვირის ბოლო – 13 ნოემბრის შემდეგ შედარებით სტაბილური იქნება, ამიტომ უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სწორედ ამ პერიოდისთვის გადადოთ.

სასწორი – განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ 10-12 ნოემბერს, როცა მოიმატებს კონფლიქტების და დაძაბულობის ალბათობა, უმიზეზოდ გაღიზიანდებით და გაბრაზდებით, ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ გარშემომყოფებთან დაპირისპირებას, რადგან ნებისმიერი კონფრონტაცია ურთიერთობის სამუდამოდ გაწყვეტით დასრულდება. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან მუშაობისას და ავტომობილის მართვისას, რადგან გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრირება. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მოიმატებს წარმატების შანსები, შეძლებთ იდეების რეალიზაციას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას.

მორიელი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა, ვენერას ურანთან დაპირისპირება კი, გაუთვალისწინებელ მატერიალურ პრობლემებს შეგიქმნით. მოერიდეთ ნებისმიერ ფინანსურ ავანტიურას და სესხის აღებას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მისი გასტუმრება. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვისა და ხელშეკრულებების გაფორმებისგან, კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან კამათისგან, რადგან მოჭარბებული ემოციები და ეჭვიანობა არ მოგცემთ საღად აზროვნების საშუალებას და მხოლოდ შეცდომებს დაუშვებთ.

მშვილდოსანი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ სხვებისგან განსხვავებით კვირას ნაკლები დანაკარგებით გაივლით. გაძლიერდება ენერგოტონუსი, მოიმატებს ოპტიმიზმი, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, კომუნიკაბელურობის და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, თუმცა მზისა და ურანის დაპირისპირება კვირის პირველ ნახევარში თქვენც უსიამოვნებებს მოგიტანთ, გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, მართებული გადაწყვეტილების მიღება და სწორად მოქმედება. უმჯობესია გადაერთოთ შემოქმედებით და კვლევით საქმიანობაზე, გაანალიზოთ მიმდინარე მოვლენები და მოერიდოთ კოლექტიურ საქმიანობას, კვირის მეორე ნახევარში კი, თამამად გამოავლინოთ შემოქმედებითი პოტენციალი, იზრუნოთ პროფესიულ განვითარებაზე და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

თხის რქა – მართალია, იგრძნობთ სასიკეთო ცვლილებებს, მაგრამ კვირა მაინც საკმაოდ რთულია. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. გააქტიურდებიან ფარული მტრები და კონკურენტები, მოიმატებს ჭორები და ინტრიგები, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს თქვენს კარიერულ წინსვლას. უარი თქვით სარისკო მოქმედებებზე და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებაზე, რადგან სამუშაო ისედაც ბევრი გექნებათ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებს და ავანტიურულ მოქმედებებს, მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვას და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებების გაფორმებას.

მერწყული – სერიოზული ფინანსური პრობლემები შეგექმნებთ კვირის პირველ ნახევარში, როცა მოულოდნელად შეიცვლება შეთანხმების პირობები და იძულებული გახდებით ცვლილებები შეიტანოთ პირვანდელ გეგმებში. მოერიდეთ მსხვილ ხარჯებს და კაპიტალდაბანდებას, შემოიფარგლეთ მხოლოდ მიმდინარე საქმეებით, რათა არ დაკარგოთ კონტროლი სიტუაციაზე. არ ღირს საკუთარი პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება, რადგან ამგვარი მოქმედება უშედეგოდ დასრულდება და მხოლოდ გარშემომყოფებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება. ბევრად უკეთესია კვირის მეორე ნახევარი, როცა არ გაგიჭირდებათ შემოქმედებითი, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა და საქმეების მეტ-ნაკლებად მოწესრიგება.

თევზები – საკმაოდ რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა ნეპტუნის დაპირისპირება მარსთან და მზესთან ხელს შეგიშლით გადაწყვეტილებების მიღებასა და ობიექტურად მოქმედებაში, ფუჭად დაგაკარგვინებთ დროს, ენერგიას და მხოლოდ ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით. არ აჰყვეთ იმპულსებს და მოერიდეთ კამათს გარშემომყოფებთან, უმჯობესია აიღოთ მცირე პაუზა და გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება კვირის მეორე ნახევრისთვის (13 დეკემბრის შემდეგ), როცა შეძლებთ დამშვიდებას და პარტნიორებთან კომპრომისის მიღწევას.

 

გეომაგნიტური დღეები – 10, 11, 14 და 15 დეკემბერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები