LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსაჯი დანიშნეს, სიტი მოვაშოროთ, ენფილდი მადრიდში: ამბები მოკლედ

98
download

„ბოლონია“ და „ბარსელონა“ ტოპ 5 ლიგებში ლიდერობენ საშინაო მოგებათა სერიით მარტიდან მოყოლებული. ორივეს 6-6 გამარჯვება აქვს საკუთარ მოედანზე.

„ინტერი“ ლიდერია სერია ა-ში მშრალი მატჩებით. მილანელებმა წუხელ „კიევოს“ 2:0 მოუგეს, რაც „ნერაძურისთვის“ მე-17 მშრალი შემთხვევაა. ყველა ჯერზე კარს სამირ ჰანდანოვიჩი იცავდა.

„პალერმო“ სერია C-ში მიაბრძანეს ფინანსური დარღვევების გამო. არადა გუნდს შეეძლო სერია ა-ში დაწინაურებულიყო.

 

იტალიელი როკი დაინიშნა ევროპის ლიგის ფინალზე „არსენალსა“ და „ჩელსის“ შორის.

 

სალაჰმა გულშემატკივრებს მიმართა: „ჩამოიტანეთ ენფილდი მადრიდში!“

 

„მანჩესტერი“ ევროპის ლიგაზე 25 ივლისიდან ჩაერთვება, თუ „სიტი“ ინგლისის თასის ფინალს წააგებს. პრემიერლიგის სეზონი 10 აგვისტოს იწყება.

New York Times-ის ინფორმაციით, უეფას საგამოძიებო პალატამ შესაძლოა „სიტისთვის“ ჩემპიონთა ლიგაზე ბანი მოითხოვოს. საუბარი ფინანსურ დარღევებზეა. ვარაუდობენ, რომ ინგლისური კლუბის ერთი სეზონით დისკვალიფიკაციას მოითხოვენ.

ბიელსა გვარდიოლაზე: „როდესაც „სიტის“ თამაშს ვუყურებ, თავი გაუნათლებელი მგონია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები