LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა „ტესლაში“ საწვავის ჩასხმა სცადა

tesla-model-3

ავტომოყვარულთა Youtube-არხზე Xyperox გამოჩნდა უცნაური ვიდეო, რომელზეც Tesla Model S P100D-ია ასახული. კადრში კარგად ჩანს, რომ ავტომობილის მფლობელი ქალბატონი საწვავის ჩასხმას რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. მან საწვავის მოსათავსებლად ავზის თავი ვერსად იპოვა და მის ძებნაში საბარგულიც კი გახსნა. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ კი მასთან დასახმარებლად მეზობელი ავტომობილის მძღოლი მივიდა და აუხსნა, რომ Tesla ელექტრომობილია და ბენზინს არ საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ Tesla Model X ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი და მთლიანობაში 773 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. ავტომობილს შეზღუდული სიჩქარე – 250 კმ/სთ აქვს და მისი აგრეგატის სრულად დამუხტვას 50 საათი სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები