LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დამთავრდება ჩემპიონთა ლიგა: უეფას ვარიანტი აქვს

72
NINTCHDBPICT000569883699-e1583865143824

უეფა 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ალტერნატიულ ვარიანტს განიხილავს.

როგორც AS იუწყება, ერთ-ერთია ნახევარფინალებისა და გადამაწყვეტი მატჩის შერწყმა და „ოთხთა ფინალის“ გათამაშება, როგორც ეს საკალათბურთო ევროლიგაზეა. ოთხი ნახევარფინალისტი ჩავა ერთ ქალაქში, სადაც ერთ კვირაში ითამაშებენ ორი ნახევარფინალს და მერე ფინალს.

ანალოგიური სქემით იგეგმება ევროპის ლიგის ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა. ჩემპიონთა ლიგის „ოთხთა ფინალი“ სტამბოლში გაიმართება, ხოლო ევროპის ლიგის – გდანსკში. ამასთან, ადრეული სტადიის მატჩები ჩვეულ რეჟიმში შედგება, ოღონს დახურულ კარს მიღმა.

ამ წუთისთვის ორივე ევროთასის გათამაშება გაურკვეველი ვადით შეჩერებულია. ანალოგიურად შეჩერებულია ევროპის წამყვანი ქვეყნების ჩემპიონატები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები