LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება „ნისანის“ მომავლის სუპერქარი

96
silvia

დიზაინერების ჯგუფმა სუპერქარი Nissan Vision GT-ს კონცეპტი წარადგინა. სიახლის საფუძვლად 2002 წელს გამოშვებული იაპონური კუპე Silvia S15 გამოიყენეს.

კონცეპტი წარმოადგენს მომავლის ხედვას, ანუ როგორი იქნება „ნისანის“ სუპერქარები რამდენიმე ათწლეულის შემდეგ. დიზაინერებმა საფირმო რადიატორის ბადე არ გამოიყენეს, თუმცა ზოგადი პროფილი Nissan GT-R კუპეს მსგავსი დატოვეს.

თანამედროვე რეალობაში ისეთი მოდელების გაცოცხლება როგორიცაა „სილვია“ ნაკლებად რეალურია. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია GT-R კუპეს და Z-სერიის ახალ თაობაზე იწყებდა მუშაობას. თუმცა, დაზუსტებული დეტალები ჯერ-ჯერობით არ არსებობს. პრესაში მომავლის სუპერქარებზე ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები ვრცელდება და მათი ბაზარზე გამოსვლის დროც არავინ იცის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები