LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა მთელი დღის განმავლობაში – 5 მთავარი წესი

46
Tajm-menedzhment-dlya-biznesa

მობილიზების ნაკლებობა, ერთფეროვნება თუ ბევრი საქმე – ჩვენი სამუშაო დღის რეალობაა. საინტერესოა თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ კონცენტრაცია და დღის ბოლომდე პროდუქტიულები ვიყოთ.

არ გააკეთოთ ერთდროულად ბევრი საქმე
დღის დაწყება და ერთდროულად ყველაფრის კეთება იმას ნიშნავს, რომ შუადღისთვის უკვე ძალიან დაღლილები იქნებით. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ტვინს ეფექტურად ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი დავალების შესრულება შეუძლია. სამუშაო დღის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე საქმეს ვეჭიდებით, ვპასუხობთ შეტყობინებებს, ვესაუბრებით კოლეგებს, ვათვალიერებთ სოცქსელებს, რაზეც ტვინი კოლოსალური რაოდენობის ენერგიას ხარჯავს.
ამას ემატება სტრესიც, რადგან დროულად ვერც ერთი საქმის დასრულებას ვერ ვასწრებთ.

საქმეებს შორის პაუზა დაიცავით
რამდენი შესვენება გაქვთ მთელი სამუშაო დღის განმავლობაში? მათი ხანგრძლივობა და ხარისხი შრომისუნარიანობის შენარჩუნების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია.
ტვინს მუშაობის ორი რეჟიმი აქვს – აქტიური და პასიური. აქტიურ ფაზაში ინტელექტუალური დავალებების გადაჭრაზე ვართ კონცენტრირებული – ვიღებთ ინფორმაციას, ვიმახსოვრებთ ცნობებს, ვაანალიზებთ და ა.შ.
პასიური მუშაობის დროს – ვსეირნობთ, ვეთამაშებით ძაღლს, ვატარებთ ავტომობილს. ამ დროს ტვინში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები ხდება – აქტიური მუშაობის დროს მიღებული ინფორმაცია გადამუშავდება და არქივდება.
პასიური მუშაობის დროს ენერგიები აღდგება და ახალი ინფორმაციის მისაღებად ადგილი თავისუფლდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ძალების აღსადგენად მინიმუმ 20 წუთია საჭირო.
სწორედ ამიტომ, ისეირნეთ, მიიღეთ საკვები, ეკონტაქტეთ ხალხს – ამ დროს ტვინი ინფორმაციას გადაამუშავებს და ახალი აქტივობისთვის მოემზადება.

მოერიდეთ სოციალურ ქსელებს
სამუშაო დღის განმავლობაში ტელეფონზე მოცდენა ტვინს ენერგიას ფუჭად ახარჯვინებს და ყურადღების გაფანტვას იწვევს. სოც–ქსელების დათვალიერების დროს თქვენ არ ისვენებთ, სინამდვილეში ამ დროს ახალ ინფორმაციას იღებთ და სამომავლო ინტელექტუალური აქტიურობისთვის რესურსის შევსებაც არ ხდება.

ისწავლეთ „არა”-ს თქმა
სხვების თხოვნებზე მოცდენა – კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც შრომის ეფექტურობაზე მოქმედებს. კოლეგის დახმარებაზე თანხმობით ჩვენ ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმის დასრულების შესაძლებლობას ვკარგავთ.
კონცენტრირდით ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებზე, რათა მათი წარმატებით დასრულება შეძლოთ.

გაითვალისწინეთ ემოციური მდგომარეობა
ხშირად პროდუქტიულობას იმის გამო ვკარგავთ, რომ შინაგან კონფლიქტებზე და ემოციებზე ვართ კონცენტრირებული. ასეთია ადამიანის ბუნება, თუკი ღელვა ძლიერია, ყველაფერზე მნიშვნელოვანი ხდება.
ამ დროს ორი ფაქტორია საგულისხმო:
• გულწრფელად აღიაროთ, რომ ცუდად ხართ, გიჭირთ.
• შეეცადეთ ამ მდგომარეობას მოერიოთ და საქმეს მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდეთ.
ემოციების უგულებელყოფა არ ღირს, თუკი მარტო ვერ უმკლავდებით გაესაუბრეთ მეგობარს, რჩევა ჰკითხეთ კოლეგას, გაიარეთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან.

გრძნობებს დასამშვიდებლად გარკვეული დრო სჭირდება და შრომისუნარიანობაც აუცილებლად აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები