LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა გავუმკლავდეთ სტრესს – ფსიქოლოგის 6 რჩევა

94
Stressed out text with urgency push button with blur effect, Concept for stress management.

ჩვენს არც თუ ისე მარტივ რეალობაში თითქმის აღარ დარჩა ადამიანი, ვინც ამა თუ იმ მიზეზის გამო სტრესს არ განიცდის. ზოგჯერ სტრესი იმდენად ძლიერია, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამოწვევაც კი შეუძლია.
საინტერესოა, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი სტრესულ სიტუაციას, არსებობს თუ არა რაიმე გზები, რომელიც ამ რთული ფსიქოლოგიური პრობლემისგან გვიცავს?

1. ვარჯიში
არაერთი კვლევით მტკიცდება, რომ ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს არამხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიური სიჯანსაღის კუთხითაც. თუკი სპორტულ დარბაზს რეგულარულად მიაკითხავთ, ორგანიზმი მუდმივად ტონუსში იქნება და მხნეობასაც არ დაკარგავთ. თუ ნეგატიური ენერგიები გაწუხებთ, უპირატესობა კრივს უნდა მიანიჭოთ და აგრესიისგან ყველაზე ნაცადი მეთოდით გათავისუფლდეთ. იოგა კი ემოციების კონტროლსა და დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ.

2. მოგზაურობა
მოგზაურობა განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო გზაა. ახალი ადგილების აღმოჩენა, საინტერესო ადამიანების გაცნობა თუ თავგადასავლები ტვინში ბედნიერების ჰორმონს გამოყოფს. ეს ჰორმონი კი სტრესის დამარცხებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

3. მასაჟი
მასაჟი სხეულში სისხლის მიმოქცევას აღადგენს და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, ხსნის კუნთების სპაზმს და სტრესისგან დაცლასაც ხელს უწყობს.

4. აუზი
წყალი რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ, თუკი დარბაზში სიარული თქვენი საყვარელი აქტივობა არ არის, მაშინ ხელი ცურვას უნდა მიყოთ.

5. მეგობრები და ოჯახი
საყვარელ ადამიანებთან ყოფნა რელაქსაციაში დაგეხმარებათ. მათთან პრობლემების გაზიარებით ემოციური მხარდაჭერის მიღებასაც შეძლებთ. არაერთი კვლევით მტკიცდება, რომ სოციალიზაცია სტრესის ჰორმონს საგრძნობლად ამცირებს.

6. გაიჩინე ჰობი!
იქნება ეს ხატვა, ცეკვა, თევზაობა თუ სხვა რამ – სასიამოვნო საქმიანობა სტრესული ფიქრებისგან დაცლაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ჰობი საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი გონება უფრო პროდუქტიული გახადოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები