LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის – მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

39769
მიხეილ ცაგარელი

რადიო „ფორტუნას“ ასტროლოგიურ გადაცემაში “სტუმრად მიხეილ ცაგარელთან” ავტორმა და წამყვანმა, ბატონმა მიხეილ ცაგარელმა დასავლური ჰოროსკოპის ნიშნებისთვის გააკეთა 2020 წლის პროგნოზი.

ვერძი 

ერთგვარი გამოცდების წელია. ერთდროულად მოგიწევთ ბრძოლა შინაგან და გარეგან ბოროტებასთან, რაც საბოლოოდ თქვენი გამარჯვებით დასრულდება, თუმცა, სიამაყესთან ერთად, აგრესიაც დაგეუფლებათ, რაც საღად აზროვნებაში შეგიშლით ხელთ. იმოქმედეთ ფრთხლად, რათა არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. კარგი წელია სწავლისთვის, თუმცა არ გაამართლებს მოგზაურობა.

განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ივლისის ბოლოს, აგვისტოსა და სექტემბერში, როცა აშკარად მოიმატებს აგრესია და სულსწრაფობა, ეგოიზმი და დიქტატურისკენ მიდრეკილება. მაისამდე აუცილებლად უნდა მოიძიოთ საერთო ენა ოჯახის წევრებთან, რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ სამსახურეობრივი პრობლემების დაძლევას, თუ  სახლში იქნება ყველაფერი წესრიგში. მაისიდან წლის ბოლომდე გარშემომყოფებთან ურთიერთობის გადახედვა და ნაცნოთა წრის გადახალისება მოგიწევთ. აქტიურად გააბით კონტაქტები უცნობებთან,  იმეგობრეთ მეზობლებთან და კოლეგებთან.

თებერვლიდან ნოემბრამდე საუკეთესო პერიოდია საკუთარი ნაკლის, უარყოფითი თვისებებისთვის თვალის გასასწორებლად და კორექტივების შესატანად. მაქსიმალური სიფრთხილე  უნდა გამოიჩინოთ შემოდგომაზე, როცა განსაკუთრებით მოიმატებს პროვოკაციების ალბათობა.

ჯანმრთელობა – 2020 წელს თქვენს მთავარ პრობლემად ხერხემალი და სახსრები იქცევა. იანვარში დეპრესია მოგეძალებათ, თებერვლიდან ნოემბრამდე თავის ტკივილები შეგაწუხებთ, სექტემბრიდან ნოემბრამდე კი, მხედველობი პრობლემები შეგექმნებათ.

 

კურო 

ცვლილებების წელია, რადგან თვითონ მოისურვებთ ყველაფრის რადიკალურად შეცვლას – გარეგნული იმიჯით დაწყებული, მიზნებით და შინაგანი ორიენტირებით დასრულებული. თუმცა, პრობლემებს შეგიქმნით თავგამოდებული სწრაფვა დამოუკიდებლეობისა და ზედმეტი ორიგინალობისკენ. იანვარში მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ნაცნობების მიმართ, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას ან ზიანის მოყენებას. მაისში მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, ცოდნის, ახალი ინფორმაციის შეძენას.მაისიდან წლის ბოლომდე ეცადეთ ყველა სფეროში შეინარჩუნოთ სტაბილურობა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თებერვლიდან ნოემბრამდე გარეგნული წარმატების, კეთილდღეობის ფონზე იგრძნობთ შინაგან არასტაბილურობას, მოიმატებს დეპრესიულობა, არაა გამორიცხული დაკარგოთ საკუთარი თავის რწმნენა, განიცადოთ ერთგვარი ფსიქოლოგიური კრიზისი. ნოემბრსა და დეკემბერში თავი შეიკავეთ ავანტურული მოქმედებებისა და რადიკალური ცვლილებებისგან.

ჯანმრთელობა – ყურადღება მიაქციეთ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს. წლის პირველ ნახევარში აუცილებლად მოიძიებთ კვალიფიციურ ექიმს, რომლის სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის წყალობით მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას. აპრილიდან ივნისამდე ხერხემალი და სახსრები, ნოემბერსა და დეკემბერში კი, თავის ტკივილები შეგაწუხებენ.

 

ტყუპები 

წლის პირველ ნახევარში თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულება, ამიტომ მოგიწევთ ახალი მატერიალური ბაზის და ენერგეტიკული რესურსების მოძიება. გამოიჩინეთ მეტი პრაქტიკულობა და პრაგმატულობა. რაციონალურად გაანაწილეთ ფინანსები, დრო და ენერგია. კარგი იქნება თუ წლის პირველ ნახევარში დაფარავთ ყველა დავალიანებას და გაისტუმრებთ ვალებს, რადგან მხოლოდ ასე იგრძნობთ თავს მშვიდად და ლაღად. წლის ბოლო საუკეთესო პერიოდია მოგზაურობისთვის, ცოდნის მიღებად და სულიერი მასწავლებლის მოსაძიებლად. მაისში დაწყებული ცვლიელები წლის ბოლომდე გაგრძელდება. მართალია, განახლების პერიოდში ყველაფრის რადიკალურად შეცვლის სურვილი გექნებათ, მაგრამ მაინც გაგიშნდებათ შიშები, თავს შეგახსენებენ შინაგანი კომპლექსებიც. თებერვალიდან ნოემბრამდე მეგობრებთან კონფლიქტები გახშირდება. არ ღირს ნაცნობთა, თქვენს ცხოვრებაში ნაკლებად ჩახედულ ადამიანთა რჩევის მოსმენა და გათვალისწინება.

ჯანმრთელობა – ფიკიზური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა მთელი წლის განმავლობაში სტაბილური იქნება, მთავარია არ გადაიტვირთოთ და თვითონ არ მიაყენოთ ზიანი საკუთარ ჯანმრთელობას. იანვარში მეტი ყურადღება მიაქციეთ ხერხემალს და სახსრებს. თებერვალიდან ნოემბრამდე მაღალია ტრავმების ალბათობა, ნოემბერსა და დეკემბერში კი, ტონუსის შემცეირებას ემოციური არასტაბილურობა, შიშები და დეპრესია დაემატება.

 

კირჩხიბი 

წლის პირველ ნახევრში (მაისამდე) აუცილებლად უნდა განსაზღვროთ უახლოესი მიზნები და გადააფასოთ ძველი წარმოდგენები, რათა წლის მეორე ნახევარში უკეთ გაერკვეთ საკუთარ თავში. მოერიდეთ ხალხმრავლობას, უმჯობესია ხშირად განმარტოვდეთ, განთავისუფლდეთ აკვიატებული აზრებისგან, შინაგანი შიშებისა და კომპლექსებისგან,  სხვა შემთხვევაში კოსმოსი თვითონ მოგაქცევთ იზოლაციაში, რათა შეძლოთ სულიერად განწმენდა. კარგი წელია შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, რაშიც ოჯახის წევრები, ნათესავებიც აქტიურად დაგეხმარებიან. შეგიძლიათ გამოიყენოთ იოგას ვარჯიშები, რომელიც სწორად სუნთქვას, რელაქსაციას და ემოციების მართვას გასწავლით.

ჯანმრთელობა – მეტი ყურადღება დაუთმეთ თირკმელებს, მოერიდეთ გადატვირთვას და გაცივებას. იანვარში ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, თებერვლიდან ნოემბრამდე კი, ხერხემლის და სახსრების ტკივილი შეგაწუხეთ. დეკემბერში მაღალია ტრავმების და მოტეხილობის ალბათობა.

 

ლომი 

იმპერატორთა ნიშანი წლის პირველ ნახევარში (მაისამდე) უნდა გაერკვეს საკუთარ თავში, განსაზღვროს პრიორიტეტები და ფასეულობები, მიზნები და სურვილები, მოიძიოს პასუხები მეტად მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რადგან სწორედ მაისამდეა შინაგანი ძიების და სულიერი განწმენდის საუკეთესო პერიოდი.

თებერვლიდან ნოემბრამდე ერთგვარი ცნობიერების კრიზისია მოსალოდნელი, როცა ეჭვი შეგეპარებათ ძველ მიღწევებსა და იმ ავტორიტეტებში, ვის აზრსაც მანამდე უწევდით ანგარიშს. ეცადეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ობიექტურობა და საღად აზროვნების უნარი, რათა არ აღმოჩნდეთ ე.წ. “მატყუარა სიახლეების” წინაშე.

მაისიდან წლის ბოლომდე მეტი დრო დაუმთმეთ ძველ მეგობრებთან ურთიერთობას და ახალი ნაცნობების შეძენას. აკონტროლეთ დიქტატურისკენ მიდრეკილება, მოერიდეთ პოლიტიკურ საქმიანობას და ქარიზმატულ ადამიანებთანკავშირების გაბმას, უმჯობესია თანასწორი უფლებებით ჩაებათ კოლექტიურ საქმიანობაში, ქველმოქმედებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

ჯანმრთელობა – მეტი ყურადღება მიაქციეთ სწორ კვებას, რათა არ შეგაწუხოთ კუჭ-ნაწლავმა, რომელიც ყოველთვის თქვენი სუსტი წერტილი იყო.

ქალწული 

გარკვეული სირთულეების მიუხედავად, საკმაოდ კარგი წელია. პირველ ნახევარში (მაისამდე) ეცადეთ დაასრულოთ ყველა ინდივიდუალური პროექტი, მოიძიოთ თანამოაზრეები და ერთგული მეგობრები, ვისთანაც კოლექტურად იმუშავებთ. წლის მეორე ნახევარში იმ შეზღუდვებისგან განთავისუფლდებით, რომლებიც განვითარებაში გაფერხებდნენ. კარგია პერიოდია იმიჯის შესაცვლელად და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ, ძველი საქმის გაგრძელება გსურთ თუ ახლი სამსახურის მოძიება. თებერვლიდან ნოემბრამდე მოიმატებს ტრავმების და ავარიების, უსიაოვნებების და მოულოდნელი ავადმყოფობის ალბათობა. საკმაოდ მძიმე იქნება სექტემბერი, როცა განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ ავანტიურულ და სარისკო მოქმედებას.

ნოემბერსა და დეკემბერში თავი შეიკავეთ შორეული მოგზაურობებისგან.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით გულს, მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს და სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. იანვარში თირკმელები შეგახსეებენ თავს, ზაფხულში კუჭ-ნაწლავი შეგაწუხებთ, ნოემბერსა და დეკემბერში კი, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

 

სასწორი 

წლის პირველი ნახევარში (26 მაისამდე), როცა სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანში იქნება მფარველი ანგელოზი სელენა, უამრავი სასიკეთო შანსი მოგეცემათ წარმატების მისაღწევად. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, დროებით დაივიწყეთ ოჯახი, საშინაო საქმეები და მეტი დრო დაუთმეთ კარიერას, რადგან სწორედ ამ პერიოდში გაგიმართლებთ ყველაზე მეტად. წლის მეორე ნახევარში სულიერი ძიება და ეზოთერულ საკითხები გაგიტაცებთ, გაგიჩნდებათ მოგაზურობის და განათლების მიღების სურვილი. არაა გამორიცხული სამუდამოდ გაწყვიტოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც ხელს გიშლიდათ ზრდასა და განვითარებაში.

ჯანმრთელობა – მეტი ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის სისტემას. თებერვლიდან ნოემბრამდე გაუფრთხილდით თირკმელებს, აკონტროლეთ მიღებული სითხის რაოდენობა, მარილიანი, ცხარე საკვები და ალკოჰოლური სასმელი.

 

მორიელი 

წლის პირველ ნახევარში სულიერი განვითარება, მიზნების და სურვილების განსაზღვრა იქნება პრიორიტეტული. შესაძლოა არ გინდოდეთ, მაგრამ მაინც მოგიწევთ არაფრისმომცემი ურთიერთობების დასრულება. სირთულეები გელით წლის მეორე ნახევარში, რადგან ილუზიების მსხვრევა  და რეალობისთვის თვალის გასწორება, მერკანტილურ მოთხოვნელებებზე უარის თქმა და მატერიალისტურ ნივთებზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლება სერიოზული სულიერ კრიზისს გამოიწვევს. 2020 წელი პირველ რიგში, სწორედ სულიერი ტრანფორმაციის წელია, როცა წარმოდგენების გადაფასება და ორიენტირების გადაფასება მოგიწევთ.

ჯანმრთელობა – იანვარში გულს უნდა გაუფრთხილდეთ, თებერვლიდან ნოემბრამდე კი, კუჭი და ნაწლავთა სისტემა შეგაწუხებთ. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. არაა გამორიცხული სერიოზული გართულების მიზეზი გახდეს შემოდგომაზე შეცდომით დასმული დიზგნოზი. მაქსიმალურად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მიაქციეთ ყურადღება სუნთქვის სესტემას და თირკმელებს.

 

მშვილდოსანი 

წლის პირველ ნახევარში უმჯობესია საკუთარი ნებით შეელიოთ მატერიალურ ფასეულობებს, რადგან სხვა შემთხვევაში კოსმოსის სასჯელს მიიღებთ გაუთვალისწინებელი ხარჯისა და სერიოზული დანაკარგის სახით. მეტი დრო დაუთმეთ სულიერ განვითარებას, ახალი და საინტერესო ადამიანების მოძიებას. იანვარში პრობლემები შეგექმნებათ ოჯახის წევრებთან. მოერიდეთ რემონტს და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ გარიგებებს. თებერვლიდან ნოემბრამდე ურთიერთობა გაგიფუჭდებათ სასიყვარულო პარტნიორთან, რაც შესაძლოა დაშორებითაც დასრულდეს. რთული იქნება შემოდგომაც, როცა განსაკუთრებით გამწვავდება ურთიერთპრეტენზიები, არაა გამორიცხული გაიხსენოთ ძველი შეყვარებულიც, თუმცა მასთან ურთიერთობა ნამდვილად ვერ მოგიტანთ ბედნიერებას.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით ყელს და სუნთქვის ორგანიებს. იანვარში კუჭ-ნაწლავის სისტემა შეგიქმნით პრობლემებს, თებერვლიდან ნოემბრამდე კი, გული შეგაწუხებთ. მაღალია ტრავმის მიღების ალბათობაც.

 

თხის რქა 

ყველაზე წარმატებული 2020 წელი სწორედ თქვენთვის იქნება, რადგან სამი პლანეტის – სატურნის, იუპიტერის და პლუტონის ენერგიების თქვენს ზოდიაქოს ნიშანში შერწყმა პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში დაგეხმარებათ. გამოიჩინეთ ჩვეული ენთუზიაზმი,  შეუპოვრობა და შრომისმოყვარეობა. კარგი წელია კოლექტიური საქმიანობისა  და ლიდერის პოზიციის დასაკავებლად, მთავარია, სხვის ხარჯზე არ სცადოთ თვითმაკვიდრება. მაისიდან შეგიძლიათ მშვიდად იმუშაოვოთ, დატკბეთ მიღწეულით და დაკმაყოფილდეთ მხოლოდ ყოველდღიური პრობლემების გადაჭრით. ეცადეთ მეტი სიკეთე გააკეთოთ სოციუმისთვის, რადგან სწორედ ასე მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი.

ჯანმრთელობა – ყურადღება მიაქციეთ სისხლის მიმოქცევის სისტემას, სმენას, მხედველობას და კბილებს. იანვარში მაღალია გაცივების ალბათობა, თებერვლიდან ნოემბრამდე განსაკუთრებული ყურადღება კუჭს უნდა მიაქციოთ, ნოემბერსა და დეკემბერში კი, გულს და არტერიულ წნევას.

 

მერწყული 

წლის პირველ ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიურ საქმეებს,  ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთიბას. კარგი წელია ქველმოქმედებისა და სხვათა დახმარებისთვის. წლის მეორე ნახევარში შემოქმედებითი სფერო გაგიტაცებთ, მაქსიმალურად ეცდებით შესაძლებლობების გამოვლენას, ზაფხულში კი,  დასერიოზულდებით და საკუთარ თავზეც მეტი პასუხისმგებლობის აიღებთ. სირთულეები გელით ნათესავებთან ურთიერთობაში, რადგან ბევრს გაუჭირდება თქვენი გაგება, ეცადეთ თავი აარიდოთ სერიოზული კონფლიქტებს, რომელთა ალბათობა განსაკუთრებით თებერვალში მოიმატებს. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ჭორებს, არ აჰყვეთ პროვოკაციას და არ მოგერიდოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობის გაწყვეტა, რომლებიც ფარულად მოქმედებენ თქვენს წინააღმდეგ. კარგი წელია მოგზაურობისთვის და კარიერული წინსვლისთვის. 2020 ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდია მომავალი, ბევრად წარმატებული წლისთვის, როცა გამარჯვების მმართველი იუპიტერი თქვენს ზოდიაქოში გადმოვა.

ჯანმრთელობა – წლის პირველი ნახევარში კოსმეტოლოგთან და სტომატოლოგთან მკურნალობა გაამართლებს. ზამთარში სასუნთქი სისტემის პრობლემები, ზაფხილში კი, გახშირებული თავის ტკივილები შეგაწუხებენ. მაღალია, მოტეხილობის, დაბეჟილობის ალბათობა, ნოემბერსა და დეკემბერში მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ კუჭსა და გულს.

 

თევზები 

გასულ წელთან შედარებით 2020 ბევრად მშვიდი იქნება, რადგან 28 იანვარს შავი მთვარე ვერძის ზოდიაქოში გადავა. მართალია, იანვარში მოიმატებს ცდუნებების ალბათობა, ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში, მაგრამ გაზაფხულზე აუცილებლად დაიბრუნებთ თვითრწმენას, ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით კი, დაკარგულ პოზიციებსაც მარტივად დაიბრუნებთ. წლის მეორე ნახევარში ყოფითი პრობლემების დაძლევა მოგიწევთ. თამამად შეგიძლიათ ენდოთ მეგობრებს ან გაიცნოთ ახალი და საინტერესო, ავრტორიტეტული ადამიანები, რომელბიც აუცილებლად დაგეხმარებიან წინსვლასა და განვითარებაში. შემოდგომა საუკეთესო პერიოდია სულიერი განვითარებისთვის, მოგზაურობისა და განათლების მისაღებად.

ჯანმრთელობა – იანვარში ხშირი თავის ტკივილები შეგაწუხებთ, ზაფხულში კი, ემოციური არასტაბილურობა, მარტოობის გრძნობა და დეპრესია დაგეუფლებათ, თებერვალში ფარისებრი ჯირკვალი, ნოემბერსა და დეკემბერში კი, ფილტვები, ბრონქები შეგაწუხებენ, რადგან მაღალია გაცივების ალბათობა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g