LAda Granta Sport დღის სინათლეს ვეღარ იხილავს. გამოცემა „ავტორევიუს“ ინფორმაციით, პროექტის შეჩერების მიზეზი ბაზარზე დაბალი მოთხოვნა გახდა. შეგახსენებთ, რომ იგივე ბედი ეწია პროექტ Lada Kalina NFR-საც, რომელიც დაწყებიდან მალევე ჩავარდა.
ლადა სპორტის მოდელებზე მუშაობა ზაფხულში შეჩერდა. სიახლე სტანდარტული მოდელისგან 1,6 ლიტრის მოცულობის ძრავით და მოდიფიცირებული სამუხრუჭე სისტემით განსხვავდებოდა. რაც შეეხება Kalina-ს, მას 130 ცხენის ძალის მოცულობის ძრავი ქონდა.
გამოცემის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში ლადა სპორტის 1809 ეგზემლარი გაიყიდა, ამაზე ბევრად დიდი მოთხოვნა არც Kalina-ზე ყოფილა.