LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლა“ ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების სიაში ვერ მოხვდა

81
forbesnewsjl

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგი შეადგინა და მათ შორის ავტომწარმოებლებიც მოხვდნენ. ყველაზე ძვირადღირებული „ტოიოტა“ აღმოჩნდა, „ტესლა“ კი სიაში საერთოდ ვერ მოხვდა. რეიტინგი ფინანსურ მაჩვენებელზე დაყრდნობით შედგა, სპეციალისტებმა ბოლო სამი წლის შემოსავლები გააანალიზეს.

რეიტინგი სულ 100 პოზიციისგან შედგება და სიაში 11 საავტომობილო ბრენდია. „ტოიოტამ“ 41,5 მილიარდი დოლარით Mercedes-Benzs-ს( 28,5 მილიარდი დოლარი) და BMW-ს( 25,9 მილიარდი დოლარი) გადაუსწრო.

საერთო სიაში ეს ბრენდები მე-11, 23-ე და 27-ე ადგილებზე განთავსდნენ.

შემდგომი პოზიციები „ჰონდამ“ (24,5 მილიარდი, 29-ე ადგილი), „აუდიმ“ (13,8 მილიარდი, 44-ე ადგილი), „პორშემ“ (12,1 მილიარდი, 57-ე ადგილი),

Chevrolet-მა (11,3 მილიარდი) და „ფორდმა“ (11,2 მილიარდი) დაიკავეს.

რაც შეეხება საერთო რეიტინგს, სათავეში Apple, Google და Microsoft არიან. ლიდერთა სამეულის შემოსავალი ასობით მილიარდი ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები