LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota ხუთ საწარმოს დახურავს

82
toyotanewssw5

კომპანია Toyota იაპონიაში მდებარე ხუთ საწარმოს აპრილში გააჩერებს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი კი არა კორონავირუსის პანდემია, არამედ გაყიდვების მკვეთრი ვარდნა გახდა.

აპრილში გაჩერდება ქარხანა, სადაც სატვირთო Hino–ს აწყობდნენ. 3–დან 7 აპრილამდე შეისვენებს ასევე ტაკაოკეს საწარმოც, სადაც Corolla–ს და RAV4–ს უშვებენ. ტაკაოკეს მოყვება „პრიუსების“, ჰიბრიდების და Camry–ს სედანების ქარხანაც.

Land Cruiser 200–ის, Land Cruiser Prado–ს, 4Runner–ის, Lexus GS–ისა და Lexus LX–ის წარმოება ერთი კვირით გაჩერდება და საწარმო 3–დან 10 აპრილამდე დაისვენებს. ამავე თარიღებში აღარ გამოუშვებენ ასევე Lexus CT–ს, NX–სა და UX –ს.

კონვეიერების გაჩერების ხარჯზე Toyota–ს წარმოება დაახლოებით 36 ათასი ავტომობილით შემცირდება. ამასთან, ბრენდმა გადაწყვიტა რომ რამდენიმე მოდელის ექსპორტიც დროებით შეაჩეროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g