LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი კრუიზში წასვლას გეგმავთ – რჩევები ექსპერტისგან

56
1_MSC-opens-bookings-for-UK-cruises-this-summer-onboard-new-cruise-ship-with-sci-fi-bar

კრუიზები თანდათან ბრუნდება, თუმცა ახალი ადგილების აღმოჩენის სიხარულთან ერთად ტურისტები შესაძლოა დიდ სტრესსაც განიცდიდნენ, რადგან არ იციან თუ რა უნდა წაიღონ კრუიზში თან.

ამას ადასტურებს არაერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც მოგზაურთა 40% შვებულების ყველაზე არასასიამოვნო და სტრესულ მომენტად ბარგის ჩალაგებას თვლის.

უფრო მეტიც ბრიტანელებს თან ისეთი უცნაური ნივთები აქვთ წაღებული როგორიცაა – ხის ჟირაფი, შემწვარი ხახვი, ტელესკოპი, პურის საცხობი და ა.შ.

მოგზაურობის ექსპერტმა ჯანინ უილიამსონმა ტურისტებს იმ ნივთების სია გააცნო, რომელიც კრუიზში აუცილებელია. სპეციალისტის რჩევები The Mirror-მა გამოაქვეყნა.

იყავი ორგანიზებული
ძალიან მარტივია ჩალაგების დროს კონტროლის დაკარგვა და ზედმეტი ბარგის წაღება. ამიტომ ყოველთვის ჯობს, ზუსტად იცოდეთ რას რასთან შეუხამებთ, რომელ აქსესუარს გაიკეთებთ, დააჯგუფეთ ტანსაცმელი ფერების და სტილის მიხედვით. მოკლედ, წაიღეთ მხოლოდ ის, რასაც აუცილებლად გამოიყენებთ.

გადმოწერე წიგნები

გადატვირთული გასართობი პროგრამის შემდეგ საღამო ხანს წიგნის კითხვას მართლაც არაფერი სჯობს. ონლაინ წიგნებით კი ჩემოდანში ადგილსაც დაზოგავთ.

გაითვალისწინე დანიშნულების ადგილი

გაითვალისწინეთ თუ სად მიდის თქვენი კრუიზი, სხვადასხვა კლიმატში სხვადასხვა სისქის ტანსაცმლის წაღება იქნება გონივრული. ასევე არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი საშუალებები, სათვალე და ქუდი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები