ვერტმფრენი სატრანსპორტო საშუალებებს შორის ყველაზე საშიში აღმოჩნდა და მისი დაზღვევა გადამზიდავის აუცილებელ მოვალეობას წარმოადგენს. რეიტინგში ავტობუსები, ტროლეიბუსები, ტრამვაი, საჰაერო თუ წყლის ტრანსპორტი და რკინიგზა მონაწილეობდა. რაც შეეხება ავტომობილს, ის ამჯერად არ განუხილავთ, რადგან როგორც წესი, სტატისტიკურად ყველაზე მეტი მსხვერპლი სწორედ საავტომობილო ავარიებს მოყვება ხოლმე.

რაც შეეხება სიის ლიდერ ვერტმფრენს, ოფიციალური მონაცემების მიხედვით დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ერთი – ერთთანაა.

სიცოცხლის შენარჩუნების ყველაზე მეტი შანსი ტრამვაის მგზავრებს აღმოაჩნდათ და დაღუპულთა და დაშავებულთა შეფარდება 1:115-თანაა.

რაც შეეხება წყლის ტრანსპორტს დაშავებულთა რაოდენობა 1-13-თან, ავტობუსში – 1-26-თან, მატარებელში 1-44-თან და ტროლეიბუსში 1-46-თანაა.

ასევე გაირკვა რომ 2013 წლიდან 2019 წლამდე ავარიებში დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით ლიდერი ვერტმფრენია. მეორე ადგილს წყლის ტრანსპორტი და მესამეს ავტობუსები იკავებს.

 

მსგავსი თემები