LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Aston Martin–მა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სახურავი მიიღო

76
aston-mrt-newsb

Aston Martin–ის ოჯახობა ორ ხაზში გადანაწილდა და ამიერიდან კუპეს და როდსტერს აერთიანებს. მოძრავი რბილი სახურავის მქონე მოდელი ჩვეულებრივზე მხოლოდ 60 კილოგრამით უფრო მძიმე გამოვიდა და მსოფლიოში ყველაზე სწრავი მოძრავი მექანიზმითაა აღჭურვილი. სახურავის გახსნას – 6,8 წამი, დახურვას კი მხოლოდ – 6,7 წამი სჭირდება.

ვიზუალურად Aston Martin Vantage Roadster ჩვეულებრივი კუპეს იდენტურად გამოიყურება და იმავე „ტურბორვიანით“ 4.0–იანი 510 ცხენის ძალის აგრეგატითაა აღჭურვილი. შეუცვლელი დარჩა ასევე რვა–დიაპაზონიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფიც. როდსტერმა ინდივიდუალური სტაბილიზაციის სისტემა და მოძრაობის სამი რეჟიმი –  Sport, Sport + და Track მიიღო.

Vantage Roadster–ის მთავარი მახასიათებელი მაინც რბილი გადახურვაა, რომელმაც უსწრაფესი მექანიზმი მიიღო და 50 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების დროსაც მშვენივრად მუშაობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები