LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Ford Mustang–ის დრიფტი განათების ბოძმა გააჩერა

113
driftnws

ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც Ford Mustang–ის წარუმატებელი დრიფტია ასახული. სპორტქარის მძღოლი მართვას ვერ გაუმკლავდა და გზაზე არსებულ ერთადერთ განათების ბოძს დაეჯახა.

წითელი Ford Mustang–ის მძღოლმა გადაწყვიტა, რომ საცხოვრებელი სახლის პარკინგზე ედრიფტავა. როგორც კადრში ჩანს, პარკინგი სულ ცარიელია, რასაც  დავალების შესრულება ბევრად უნდა გაემარტივებინა. მძღოლის გზაზე ერთადერთი განათების ბოძი იდგა და ხელის შეშლა მხოლოდ მას შეეძლო.

წარმატებულად შესრულებული რამდენიმე ბრუნის შემდეგ, მძღოლმა კუთხე სწორად ვერ განსაზღვა და პირდაპირ წინაღობას დაეჯახა. დაჯახების შედეგად სპორტქარს უსაფთხოების ბალიშები გაეხსნა და კაპოტი დაზიანდა.

მძღოლი და ავტომობილის მგზავრი საბედნიეროდ, უვნებლად გადარჩნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები