LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პოლიციამ ქუჩის მრბოლელების 46 სუპერქარი დაიჭირა

52
streetracers

ჰონგ–კონგის პოლიცია ქუჩის მრბოლელებზე შემოსულ უამრავ საჩივარს როგორც იქნა, გამოეხმაურა. სამართალდამცავებმა მორიგი არალეგალური რბოლის შესახებ გაიგეს, რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს და 46 სპორტქარი დააკავეს.

სპეც–ოპერაცია კოდური სახელწოდებით Fossington დილაადრიან ჩატარდა. სუპერქარების კოლონა ვითომ შესამოწმებლად გააჩერეს და პატრულმა ისეთ დეტალებს მიაქცია ყურადღება როგორიცაა – უკანონო ტუნინგი, გადაუხდელი ჯარიმები თუ სხვა კანონდარღვევები.

ხაფანგში 46 ავტომბოილი მოხვდა, მათ შორის იყო – 20 Lamborghini, 14 Ferrari, ხუთი ცალი Porsche, სამი McLaren, ორი Nissan GT-R, თითო–თითო Audi R8 და Mercedes-AMG GT.

ჯარიმები გამოუწერეს ყველას, 9 ავტომობილს რეგისტრაცია შეუჩერეს, Nissan GT-R კი საერთოდ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები