LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შტატებში ცეცხლმა 3,5 ათასი ავტომობილი გაანადგურა

64
floridaparkingburn

ფლორიდის შტატის აეროპორტის პარკინგს ცეცხლი გაუჩნდა და გასაქირავებელი ავტომობილების დიდი ნაწილი დაიწვა. მეხანძრეებს ზუსტი ციფრის დასახელება ჯერ–ჯერობით უჭირთ და წინასწარი ვარაუდით, საუბარი 3,5 ათას მანქანაზეა.

სანამ მეხანძრეებმა შემთხვევის ადგილამდე მიაღწიეს, ცეცხლი უკვე 6 ჰექტარამდე ტერიტორიაზე იყო მოდებული და ათობით ავტომობილი იყო დამწვარი. ასეთი მასშტაბის ხანძრის ჩაქრობა კი მარტივი ნამდვილად არ იყო.

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამას უკვე გამოძიება დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლმა აეროპორტის მუშაობას ხელი ვერ შეუშალა და ოპერაციის დროს 80–მდე რეისი შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები