LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც სალომე ზურაბიშვილის მსგავსად კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში აქვს შავი მთვარე, საგვარეულო წყევლას უნდა უფრთხოდეს

5079
მიხეილ ცაგარელი

გადაცემის ლაივი LIVE

26 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ ასტროლოგიურ გადაცემაში „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან ერთად”, ავტორმა და წამყვანმა, ბატონმა მიხეილმა მიმდინარე კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები მიმოიხილა და მსმელის შეკითხვებს უპასუხა.

 

მერკურის რეტროგრადულობა 

გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა – მერკური, რომელიც ამავდროულად კომუნიკაცის მფარველადაც ითვლება, 31 ოქტომბრიდან ორი კვირით რეტროგრადული ანუ უკან მოძრავი გახდება, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობას დაძაბვს, რადგან ბევრს გაჭირდება საერთო ენის მოძიება. გართულდება იდეების რეალიზაცია, მგზავრობა და მოგზაურობა, რადგან თავისუფლად შეიძლება დაკარგოთ ბარგი ან გადააწყდეთ მოულოდნელ სირთულეებს. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა სწორედ 31 ოქტომბრამდე მოაგვაროთ, რადგან მერე ბევრად რთული იქნება მათი დაძლევა.

სხვათაშორის, სწორედ მერკურის ზეგავლენით იქმნება ქუჩებში საცობები, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისი რეტროგრადულობა კიდევ უფრო გაართულებს გადაადგილებას და ტრანსპორტის მოძრაობას. არაა გამორიცხული პრობლემები შეექმნას კომპიტერის და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამართულ მუშაობას.

ჰელოუინი 

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 31 ოქტომბერს, ჰელოუინის ღამეს, რომელიც ბევრს დღესასწაულად და დროსტარებად მიაჩნია, თუმცა სინამდვილეში, შავი მაგებისა და ავი სულების საყვარელი ღამეა, როცა კოლექტიურად აქტიურდებიან, ერთობლივად ავლენენ ბოროტ ძალას და სწორედ ბავშვების, ახალგაზრდების ენერგიის მიზიდვით ახორციელებენ ბნელ საქმეებს.

მართალია, ბევრს არ სჯერა, მაგრამ შავი მაგია მართლაც არსებობს, სწორედ მისი დახმარებით აყენებენ ადამიანები ერთმანეთს ზიანს, პრობლემებს უქმნიან პირად ცხოვრებაში და უგზავნიან მძიმე დაავადებებს. ადამიანის სხეულს ე.წ. აურა ანუ დამცავი ენერგეტიკული ველი აკრავს, რომლის 12 ძირითადი არხის, იგივე მერიდიანის წყალობით ხდება ნათელი ენერგიების ტრანცფორმაცია, მათზეა დამოკიდებული ადამიანის ბედიც. შესაბამისად, როცა მერიდიანები ნათელი ენერგიებითაა სავსე, ადამიანი წარმატებულია, შავი მაგიის და გარკვეული რიტუალების გამოყენებით დაბინძურების შემთხვევაში კი, რაც საკმაოდ ხშირია – უამრავი პრობლემა ექმნება. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ადამიანი ღამითაა, როცა ჩაძინებულის აურა მაქსიუმალურად სუსტდება და მასზე დისტანციურად ზემოქმედებაც ძალიან მარტივია.

მსმენელის შეკითხვები 

შავი მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში 

ის, ვისაც, საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში აქვს შავი მთვარე, საგვარეულო წყევლას და სამშობლოში პრობლემებს უნდა უფრთხილდეს, რადგან კონკურენცია და მუდმივად უშეღავათო ბრძოლა, ფარული მტრების და მოშურნეების, მათი ინტრიგების და ზურგს უკან მაქინაციების მოგერიება მოუწევს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ემიგრაციაში გაქცევაა საჭირო, უსიამოვნებებისგან თავის დაღწევა კვეთებულის შვიდჯერადი გამოლოცვითაც შეიძლება, რაც შავი ძალით დაბინძურებულ სულის მერიდიანებს გაანთავისუფლებს და გზას მისცემს ნათელ ენერგიას.

შავი მთვარე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში 

ძალიან არ გაუმართლა მას, ვისაც შავი მთვარე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში აქვს, რადგან მორიელის „საქმიანობის“ ერთ-ერთი სფერო სწორედ შავი მაგიაა, ამგავრი კონფიგურაცია კი,  ერთის მხრივ, ადამიანის წინააღდეგ მიმართულ შავ მაგიაზე, მეორეს მხრივ, მისი სულის და სხეულის დაბინძურებაზე მიანიშნებს.

შავი მთვარე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში 

ვისაც შავი მთვარე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში აქვს, ყოველთვის წესრიგში უნდა ჰქონდეს ოფიციალური დოკუმენტები, მაქსიმალურად უნდა მოერიდოს სასამართლო პროცესებს და საქმის გარჩევას, რადგან ვერასდროს შეძლებს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ნებისმიერი დანაშაული მას დაბრალდება. ამგვარი კონფიგურაციის პატრონმა საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორებიც ყოველთვის ფრთხილად უნდა შეარჩიოს, რადგან მცდარი არჩევანის შემთხვევაში მთელი ცხოვრება გაწვალდება. ყურადღება უნდა მიაქციოს  ჯანმრთელობის, განსაკუთრებით ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

კირჩხიბის მმართველი კოსმიური ენერგიები 

კირჩხიბს მთავრის ენერგია მართავს, სწორედ ამიტომ გამოირჩევა განსაკუთრებული ემოციურობით და სენსიტიურობით. ამასთანავე, პატრიოტი კირჩხიბი, რომელსაც სხვებზე მეტად უყვარს ტრადიციების დაცვა, ყოველთვის ითვალისწინებს მორალისა და ეთიკის ნორმებს, ეზოთერიკის, ოკულტური კანონზომიერების, ფსიქოლოგიის და ფილოსოფიის ნიშნია, ძლიერად აქვს განვითარებული ინტუიცია, თუმცა მთვარის ფაზების მონაცვლეობის შესაბამისად ეცვლება განწყობა და მისი დადებითი, უარყოფითი ენერგიის გავლენასაც სხვებზე მძაფრად განიცდის. გასათვალისწინებელია, რომ საუკეთესო არტისტული მონაცემების მქონე კირჩხიბი ტყუილების დიდოსტატია, რა თქმა უნდა, ყველა კირჩხიბი არ ცრუობს, მაგრამ პოტენციალი ნებისმიერ შემთხვევაში შესაშური აქვს.

პროგნოზი ტყუპებისთვის 

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის მომავალი წელი უფრო კარგი იქნება, ვიდრე წლევანდელი, რადგან გამარჯვების პლანეტა – იუპიტერი, რომელიც ახლა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანშია და სწორედ ტყპებს უპირისპირდება, მომავალ წელს თხის რქის ზოდიაქოში გადავა და ტყუპების ცხოვრებაც სასიკეთოდ შეიცვლება.

პროგნოზი ვერძისთვის 

მიმდინარე წელს საკუთესო პერიოდი ვერძისთვის 23 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდეა, როცა მზე მონათესავე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადავა და ვერძის ენერგოტონუსიც საგრძნობლად გაძლიერდება, მოიმატებს იღბლიანობა და წარმატების შანსები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი