LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volkswagen ფიქრობს, რომ ელექტრომობილებზე გადასვლა არ უნდა ვიჩქაროთ

41
volkswagen

Volkswagen Group-ის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ უნდა დაჩქარდეს ელექტრომობილებზე გადასვლის პროცესი. Financial Times-ის სამიტზე გამოსვლისას ჰერბერტ დისმა განაცხადა რომ: „კლიენტს სწორი ინფრასტრუქტურა სჭირდება, რათა ელემენტიანი ავტომობილით იცხოვროს.“გარდა ამისა, მან ისიც დაამატა რომ ავტო გიგანტებს ამჟამად არ გააჩნიათ ისეთი სიძლიერის რესურსი, რომ ელექტრომობილების რაოდენობა სწრაფად გაზარდონ.

დისი გეგმავს, რომ „მწვანე“ მანქანების რეალიზების მაჩვენებელი წელს 6-7%-ით გაზარდოს, 2025 წლისთვის – 25%-ით, ხოლო 2030 წლისთვის უკვე 50-60%-ით. უფრო სწრაფი ზრდა ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო შეუძლებელია.

Volkswagen Group ხელმისაწვდომი ელექტრომობილების შექმნის საკითხში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან მისი მოდელების შეძენა 21 ათას დოლარად იქნება შესაძლებელი.

2025 წლის კომპანია „ტესლასთვის“ ლიდერობის წართმევას და ელექტრომობილების ბაზრის სათავეში მოქცევას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები