LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომბოსტო უმაღლესი განათლებით

15
კომბოსტო

ტრადიციულ თეთრ კომბოსტოსთან ერთად ბოლო ხანს ჩვენში პოპულარული გახდა კომბოსტოს სხვა სახეობებიც: ყვავილოვანი, ბრიუსელის, ბროკოლი. რომელია ყველაზე სასარგებლო? ყვავილოვან კომბოსტოს ნაზი კონსისტენცია და გემო აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს ფართოდ გამოვიყენოთ ბავშვის მენიუშიც. ყვავილოვანი კომბოსტოს სამშობლოდ კვიპროსს მიიჩნევენ, ამიტომ მას თავდაპირველად კვიპროსულ კომბოსტოს უწოდებენ. ზოგიერთი მის სამშობლოს ჩინეთს მიიჩნევს, ზოგიერთი კი მის კულტივირებას, კაცობრიობა, არაბებს უნდა უმადლოდეს. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამ ბოსტნეულს 2500 წელიწადზე მეტია იცნობენ. მიუხედავად იმისა, რომ თეთრთავა კომბოსტო ბევრად უფრო პოპულარულია, საკვებ ნივთიერებათა შემცველობით ყვავილოვანს მაინც ვერ შეედრება.

ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, თუთიით, სპილენძით, მანგანუმით, ფტორით, კაროტინებით, C, K, B1, B2, B6 ვიტამინებით, ცილებით. ყვავილოვანი კომბოსტოს კერძი ისე უნდა მოვამზადოთ, რომ ბიოლოგიურად სასარგებლო ნივთიერებები შევინარჩუნოთ. ამისთვის იგი, კი არ უნდა მოვხარშოთ, არამედ მოვშუშოთ. იგი ვიტამინების რაოდენობით კომბოსტოს ყველა სახეობას აჭარბებს. C ვიტამინის შემცველობით ის მხოლოდ შავ მოცხარს ჩამოუვარდება.

გარდა ამისა, ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ნივთიერება კვერცეტინს, რომელიც ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარებას უშლის ხელს. ის რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისათვის. ასევე ენზიმები, რომელსაც შეიცავს ყვავილოვანი კომბოსტო, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და კანცეროგენების გამოძევებას უწყობს ხელს. სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებს ამ ბოსტნეულს ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების განსაკუთრებული კომბინაცია სძენს.

თუ რეგულარულად დალევთ ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურულ უმარილო წვენს, ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე შეუწყობთ ხელს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებას. ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი სასარგებლოა დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებათა სამკურნალოდ, აგრეთვე ჭარბი წონის დასაკლებად. სასურველია წვენის საჭირო ულუფა ყოველდღიურად გამოწუროთ. წვენი შეგიძლიათ შეინახოთ არა უმეტეს ორი დღისა. შემდეგ ის სასარგებლო თვისებებს კარგავს. ბუასილის დროს დღეში 2-ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე მიიღეთ ყვავილოვანი კომბოსტოს მჟავეს ნახევარი ჭიქა თბილი წვენი. ყვავილოვან კომბოსტოს საუკეთესო ეფექტი აქვს დამწვრობისა და ძნელად შეხორცებად ჭრილობების მკურნალობისას. თუ ღრძილების ანთება გაწუხებთ, ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი უნდა გააზავოთ ანადუღარ თბილ წყალში პროპორციით 1:1 და სისტემატურად გამოივლოთ პირის ღრუში. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებული ყვავილოვანი კომბოსტოს ახალგამოწურული წვენისა და ლიმონის წვენის ნარევის მიღება. ოდესღაც მარკ ტვენმა ხუმრობით ასეთი რამ თქვა: “ყვავილოვანი კომბოსტო სხვა არა არის რა, თუ არა კომბოსტო უმაღლესი განათლებით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები