დროა გაიცნოთ შკოდა სუპერბი, მომხიბლავი გარეგნობით და საკმაოდ კარგი მონაცემებით. დღეს მის საბაზო მოდელს გაგაცნობთ.
მე გეტყვით ექვს მიზეზს თუ რატომ უნდა აირჩიოთ სწორედ ეს მოდელი: ეს არის ძალა, დიზაინი, კომფორტი, პრაქტიკულობა და ინოვაციურობა.
ასევე შეუდარებელია შკოდა მაშინ, როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება. აქ სუპერბი კომპრომისებს არ უშვებს. ამას უზრუნველყოფს როგორც აირბაგები, ასევე უსაფრთხო ტექნიკა.
შკოდა სუპერბი 2 ლიტრი მოცულობის ძრავით, 220 ცხენის ძალის სიმძლავრით და 6 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.
ავტომობილი საშუალოდ 100 კილომეტრზე 6, 2 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
მწვანედ დაფერილი ელექტრო რეგულირებადი მინები, სამქიმიანი ტყავის საჭე ჰიდროგამაძლიერებლით, საბარგულის განათება და ISOFIX-უკანა სავარძელზე ბავშვის სავარძლის ჩასამაგრებელი მოწყობილობა საბაზო მოდელის კომპლექტაციაში შედის.
სალონში ჩაშენებული ბორტკომპიუტერი და სსაინფორმაციო გასართობი რადიომაგნიტოფონი თქვენს მგზავრობას უფრო მარტივს და სახალისოს გახდის.
ასევე საბაზო პაკეტშია მეტალის ეფექტით ლაქირება, რაც ამ მოდელს კიდევ უფრო მოდურს ხდის.
გადაცემის ჩანაწერი