LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota HiLux – დაუძლეველი ნებისმიერ გზაზე

დღეს შედარებით განსხვავებულ მოდელს წარგიდგენთ – პიკაპს, რომელიც საქართველოში ისეთივე პოპულარული არაა, როგორც ჯიპის ტიპის ავტომობილები.

თუმცა, Toyota HiLux მცირე და საშუალო ზომის პიკაპების სეგმენტში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია.

Hilux –ის ძარის სტრუქტურა მეტი სიმტკიცისთვის გაუმჯობესებულია. ამასთან ძლიერი, განიერი ძირი, უფრო მეტ დაცვას გთავაზობთ.
ამ მოდელის ყველა კომპონენტი დამზადებულია ისე, რომ ყველაზე მკაცრ გამოცდებსაც გაუძლოს.
ახალი ძარის წყალობით გაუმჯობესებულია მართვა და კომფორტიც.

ეს ნამდვილად პრემიუმ კლასის პიკაპია.

2.5 ლიტრი მოცულობის ძრავი, 101 ცხენის ძალით და 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, ნებისმიერ სიტუაციაში თქვენს ნდობას დაიმსახურებს.

ტოიოტა ჰაილუქსის მფლობელებს შეუძლიათ უფრო მეტად დატვირთონ ავტომობილი 3.2 ტონა მოცულობის მისაბმელისა და გაგანიერებული საბარგულის ხარჯზე.

რაც შეეხება ექსტერიერს ”ტოიოტას” დიზაინის ხელწერა მისი თამამი, ძლიერი ფორმებითა და მახვილი კუთხეებით, ავტომობილის ვიზუალურ სიმტკიცეს უფრო აძლიერებს.