თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. „ფორტუნა“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.