გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ჩაქვის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
შემთხვევის გამო, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
როგორც რადიო „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 