თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე, საჩხერის გადასახვევთან ავარია მოხდა. ერთმანეთს მერსედესისა და ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის გარდა, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს.
ავარია გომის მონაკვეთზე, დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.