LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია გურიაში – ორი ავტომანქანა შეჯახების შემდეგ ხრამში გადავარდა

174
ავარია გურიაში

ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში – სოფელ ნაგომართან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. „გურია ნიუსის” ცნობით, შეჯახების შედეგად ავტომანქანები ხრამში გადაცვივდა.

მათივე ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები