ლაგოდეხში, სოფელ ნინიგორში მომხდარი ავარიის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. როგორ ადგილობრივები აცხადებენ, არასრულწლოვანი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მიმავალი ტრანსპორტი ვერ დაინახა და მიკროავტობუსი შეეჯახა.
ექიმების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ის მკურნალობას „არქიმედეს” კლინიკაში გადის.